თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საბაგირო გზა, რომელიც რიყის პარკს ნარიყალასთან აკავშირებს, პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 10-დან 27 ნოემბრამდე პერიოდში მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოები, რომლებიც ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და უსაფრთხოების ნორმებითაა გათვალისწინებული, ყოველი ნამუშევარი 22,5 ათასი საათის შემდეგ ტარდება.
დროის მითითებულ მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.
საბაგირო გზა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აიგო, 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2500 მგზავრს ემსახურება. სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმების ნორმების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ამ დროისათვის თბილისში ორი საბაგირო ფუნქციონირებს — რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.