ავსტრიაში საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

CC0 / Pixabay / Polizei, Österreich - Archivbild
Polizei, Österreich - Archivbild - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის ვინაობას სამართალდამცველები არ ასახელებენ. თუმცა, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქმე 1999 წელს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი ავსტრიაში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ავსტრიის ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
თბილისის ინტერპოლმა საერთაშორისო დონეზე ძებნილი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ავსტრიის სპეციალური დანაყოფი „კობრას" მებრძოლებმა ქალაქ ლინცში აიყვანეს.

დაკავებულის ვინაობას სამართალდამცველები არ ასახელებენ. თუმცა, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქმე 1999 წელს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მამაკაცი ყალბი პირადობის მოწმობით ავსტრიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მას საქართველოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.

ყველა ახალი ამბავი
0