თბილისი, 29 ოქტომბერი, — Sputnik. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა, ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
დაკავებული, რომელიც 1983 წელს არის დაბადებული, მიმდინარე წლის იანვრიდან იძებნება და მას ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს.
სამართალდამცავების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.