უცხოელ სტუდენტებში საქართველოს პოპულარობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან
სტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უცხოელთა რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, შარშანდელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.

წელს პირველად საქართველოს უნივერსიტეტებმა ხუთ საერთაშრისო გამოფენასა და კონფერენციაზე პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ წარადგინეს.

აღნიშნული პროექტი განათლების სამინისტრომ წამოიწყო და მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მოზიდვას და საქართველოს როგორც საგანმანათლებლო ცენტრის პოპულარიზაციას. პროპექტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები, წამყვანი მსოფლიო უნივერსიტეტების მსგავსად, დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს საკუთარ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლის პირობებს აცნობენ. 

ინდოელი ქაშმირიდან, დავუდ თოღუ თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს - Sputnik საქართველო
დავუდ ტოგუ: საქართველო თითქოს პატარაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდია

„პროექტის საწყის ეტაპზე საქართველო, რაგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე მყოფი ქვეყანა, ბევრი უცხოელისათვის აღმოჩენა გახდა. დღეს ჩვენი ქვეყნისა და მისი განათლების სისტემის ცნობადობა უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა“, — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს უნივერსიტეტების გამოფენებში მონაწილეობამ აჩვენა, რომ ანალოგიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ეს უცხოელი სტუდენტებისა და ინვესტიციების მიზიდვის საუკეთესი შესაძლებლობაა.

ამა თუ იმ გამოფენასა თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან ერთად საქართველო ახალ საგანმანათლებლო ბაზარზე გასვლას ახერხებს.

ჩამომსვლელი სტუდენტებისათვის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და მათთვის სათანადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განათლების სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურ მუშაობას ახორციელებს. 

„საქართველოში მებისმიერი აღმსარებლობისა და მოქალაქეობის მქონე პირი თავს დაცულად გრძნობს, და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესში ჩართული ევროპის 47 ქვეყანაში შედის, უცხოელი კურსდამთავრებულები აქ მიღებული განათლებით საკუთარ კარიერას ევროპაში წარმატებით აგრძელებენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე უცხოელ სტუდენტთა უმრავლესობა ერაყელია

2016-2017 წლების „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 8 012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. წინა სასწავლო წელთან შედარებით მათი რიცხვი 1 369-ით გაიზარდა.

უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა (4 599) კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს. ძირითადად ეს აზერბაიჯანის მოქალაქეებია (2 093).

რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდანაა (1 389).

უცხოელი სტუდენტებიდან 3 611 ადამიანი ბაკალავრიატის სტუდენტია, ხოლო 4 401 — მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან დიპლომირებული მედიკოს-ვეტერინარის პროგრამის მსმენელია.

ბაკალავრიატის სტუდენტების უმრავლესობამ (2 235) აირჩია საოციალური მეცნიერება, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, ხოლო მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან დიპლომირებული მედიკოს-ვეტერინარის პროგრამის სტუდენტებიდან — ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტები.

საქართველოში ჩამოდიან რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.


ყველა ახალი ამბავი
0