თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე უცხოელ სტუდენტთა უმრავლესობა ერაყელია

გამოწერა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 186 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტმა ათობით უცხოელი სტუდენტი მიიღო, აქედან უმეტესობა ერაყის მოქალაქეა, აღნიშნულია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.

გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
შარვაშიძე უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლებას გეგმავს

როგორც აღმოჩნდა, თსუ-ში სწავლის რეკომენდაციას ერაყის განათლების სამინისტროს იძლევა.

თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე სულ 186 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოვლენ სტუდენტები ინდოეთიდან. ისინი სწავლას იანვრიდან დაიწყებენ.

თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე მოსახვედრად ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ფუნდამენტური ცოდნა. უცხოელი სტუდენტებისთვის ყოველდღიურად ტარდება ხუთსაათიანი ლექციები, აქედან ორი საათი თეორიას ეთმობა, ხოლო სამი — პრაქტიკას.

ყველა ახალი ამბავი
0