შარვაშიძე უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლებას გეგმავს

© FB / ТГУგიორგი შარვაშიძე
გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა პირველ რიგში მეცნიერების განვითარებასა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას გეგმავს.

თბილისი, 24 სექტემბერი— Sputnik. თსუს-ახალმა რექტორმა გორი შარვაშიძემ უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლების საკუთხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რექტორის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა — შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო, ცირა ბარამიძემ — 5, ხოლო გიორგი ბარამიძემ — 6. ოთხი ბიულეტენი გაუქმდა. ხმის უფლება თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს ჰქონდათ. 

გიორგი შარვაშიძე - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდა

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ვაპირებ მოღვაწეობა იმ კონცეფციის თანახმად დავიწყო, რომელიც აკადემიურ საბჭოს წარვუდგინე. პირველი მიმართულება მეცნიერების განვითრება, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება იქნება — და სწორედ ეს ორი კომპონენტი იქნება მთლიანობაში სახელწიფო უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლება“, — განაცხადა შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს შეეძლოთ. მათ უნდა წარედგინათ უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია, ცნობა ნასამართლეობისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ.

რამდენიმე თვის წინ თსუ-ში სტუდენტთა საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებას და უმაღლესი სასწავლების სპეცსამსახურებისგან გაწმენდას მოიტხოვდნენ.

აქციების პირველ ტალღას თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. ამის შემდეგ რექტორის მოვალეობას პროფესორი დარეჯან თვალავაძე ასრულებდა.


ყველა ახალი ამბავი
0