თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი შარვაშიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის არჩევნებზე გაიმარჯვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უმაღლესი სასწავლებლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
თსუ-ის რექტორობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო, ცირა ბარამიძემ — 5, ხოლო გიორგი ბარამიძემ — 6. ოთხი ბიულეტენი გაუქმდა. ხმის უფლება თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს ჰქონდათ.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებს შეეძლოთ. მათ უნდა წარედგინათ უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია, ცნობა ნასამართლეობისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ
რამდენიმე თვის წინ თსუ-ში სტუდენტთა საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებას და უმაღლესი სასწავლების სპეცსამსახურებისგან გაწმენდას მოიტხოვდნენ.
აქციების პირველ ტალღას თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. ამის შემდეგ რექტორის მოვალეობას პროფესორი დარეჯან თვალავაძე ასრულებდა.