თბილისი ბაროკოს მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Denis Aslanovრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან, ასევე ჩატარდება მასტერ-კლასები და ლექციები.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. „თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2017", რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია, საქართველოს დედაქალაქში 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ბაროკოს მუსიკა რენესანსის ეპოქის ბოლოს წარმოიშვა და კლასიციზმის ეპოქის მუსიკას უძღოდა წინ. ბაროკოს გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ ვივალდი, ბახი, ჰენდელი. ბაროკოს მუსიკა — დაახლოებით 1600-დან 1750 წლამდე პერიოდში კლასიკური ევროპული მუსიკის სტილია.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი - ფილარმონია - Sputnik საქართველო
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი დღეს დაიხურება

ფესტივალის ფარგლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან, ასევე ჩატარდება მასტერ-კლასები და ლექციები.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის" ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა". ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.

ფესტივალის უცხოელი მონაწილეები: „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია", სერგეი მალოვი (ვიოლინო/ჩელო და სპალა); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია), ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია), ცნობილი გერმანელი დირიჟორი კორნელია ფონ ფერსენბროკი, პრიშკა კომპლოი (ჰობოი) და სხვ.

უშიო ამაგაცუ Gift-ის პრიზიორი გახდა - Sputnik საქართველო
იაპონელი ქორეოგრაფი უშიო ამაგაცუ ფესტივალ Gift-ის პრიზიორი გახდა

საქართველოს წარმოადგენენ თბილისის გუნდი "ბაროკო", ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა", ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი და ქართველი სოლისტები — ქეთევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანა ცარციძე (სოპრანო).

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 7 კონცერტი — 7, 11, 16, 20, 24 ნოემბერს, 1 და 7 დეკემბერს. კონცერტები ჩატარდება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.

ყველა ახალი ამბავი
0