საქართველოს პროკურატურამ არჩევნებთან დაკავშირებით 47 სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnikმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა, ძირითადად, დადებითად შეაფასეს საქართველოში გამართული არჩევნები, მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 47 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) წარმომადგენელმა ლეილა ტალიურმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოში 64 ქალაქისა და რაიონის მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში გამარჯვება მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ხუთ რაიონში ჩატარდება.

თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურმა გაიმარჯვა

„არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ 47 საქმის გამოძიება დაიწყო, აქედან ცხრა საქმეზე ძიება შეწყდა", — განაცხადა ტალიურმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა და საარჩევნო კომისიაში 147 საჩივარი და 162 შენიშვნა შეიტანა, რომელთა ნაწილიც დაკმაყოფილდა.

ამ დროისთვის საია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან" ერთად მოითხოვს თიანეთის რაიონში საოლქო საარჩევნო კომისიის მოქმედებების გამოძიებას, რომელმაც მერის არჩევნებში ხმების დათვლის პროცესში ხუთი თავდაპირველად ბათილად ცნობილი ბიულეტენი თამაზ მეჭიაურის კონკურენტის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში ჩაყრილ სხვა ბიულეტენებს მიათვალა.

მეჭიაურმა სასამართლოს გზით დაამტკიცა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონო იყო და ამ მომენტისთვის იგი საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.

ყველა ახალი ამბავი
0