სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურმა გაიმარჯვა

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური 21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაამტკიცა, რომ თიანეთში გამართულ მერის არჩევნებში სწორედ ის არის გამარჯვებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე" დაყრდნობით.

თიანეთი - Sputnik საქართველო
ქუცნაშვილისა და მეჭიაურის ვატერლოო და გამარჯვებული ქართული საზოგადოება

„დღევანდელი მონაცემებით, მან პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო. თუმცა, დამარცხებულ მხარეს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების საშუალება აქვს და ამისთვის ერთი დღის ვადა აქვს. სააპელაციო სასამართლოც გადაწყვეტილებას ერთ დღეში მიიღებს და ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენადაც მსგავსი დავები უზენაეს სასამართლომდე არ მიდის", — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატმა ლევან ქათამაძემ.

თიანეთში ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მთავარი კონკურენტები მეჭიაური და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იყვნენ. კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს შორის განსხვავება მიზერული აღმოჩნდა.

ცესკოს მონაცემებით, თიანეთის ყველა საარჩევნო უბანზე ერთი ხმით მეჭიაურმა გაიმარჯვა. მან ხმების 50,01%, ქიტესაშვილმა კი 49,99% აიღო.

მოგვიანებით საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახლა დათვლა გადაწყვიტეს. ხუთი გაუქმებული ბიულეტენი, რომლებშიც ხმა მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული, ქმედითად ჩათვალეს და ამის შედეგად ქიტესაშვილმა მეჭიაურს ოთხი ხმით გაუსწრო.

ამ გადაწყვეტილებას მეჭიაური არ დაეთანხმა და სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0