„ეშმაკიშ მართახი" და ბნელეთის მოციქული – უამრავი დაავადების მკურნალი

გამოწერა
ძველ საბერძნეთში მის ტოტებს საცხოვრებლის შესასვლელში ჰკიდებდნენ, რათა ავი სულებისგან დაეცვათ თავი. გოგონები გათხოვების წინ გვირგვინებს სწორედ მისგან ამზადებდნენ. კელტური ტომები და მოლდოველები კი ამ მცენარეს ბნელეთს უკავშირებდნენ.

კუნელი (Crataegus) — ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცოცხლობს 200–300 წელს. მოიცავს 200-მდე სახეობას, თუმცა, ზოგიერთი მონაცემებით, მისი 1000–მდე სახეობაც გვხვდება. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ენდემებია კავკასიური კუნელი და კოლხური კუნელი. ცნობილია წითელი და შავი კუნელი.

საქართველოში კუნელს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: სკუნელი, კვინელი, კუნელა, კუმელა, კურკანტელა, ლიცვი, კნოლ, ქუნცი, ხინჭკი, ეშმაკიშ მართახი, ცაანცი, ცანცი.

ქაცვი - Sputnik საქართველო
უნიკალური მცენარე – ვიტამინებისა და სხვადასხვა ელემენტების ნამდვილი საბადო

კუნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოდითგან. ძველ საბერძნეთში მას უძღვნიდნენ ჰიმენეოსს – ქორწინებისა და ოჯახის ღმერთს. გოგონები გათხოვების წინ გვირგვინებს სწორედ კუნელისგან ამზადებდნენ. ინგლისის მეფე რიჩარდ მესამემ თავისი გვირგვინი სწორედ კუნელის ბუჩქზე იპოვა, რის შემდეგაც მისი ემბლემა გახდა.

კუნელთან არის დაკავშირებული უამრავი ცრურწმენა. ბევრ ხალხში მიიჩნეოდა, რომ მას მაგიური თვისებები აქვს, რასაც თავის ეკლიან ტოტებს უნდა უმადლოდეს – მათი აზრით, ეკლები ბოროტი სულებისგან იცავდა მათ. ძველ საბერძნეთში კუნელის ტოტებს საცხოვრებლის შესასვლელში ჰკიდებდნენ, რათა არანაირი უწმინდური სული არ შესულიყო. რომაელების რწმენით, ჩვილის აკვანში კუნელის ტოტები მისგან ეშმაკებს განდევნიდა. თუმცა, არსებობდა სხვა მოსაზრებაც, მაგალითად, კელტური ტომები და მოლდოველები ამ მცენარეს ბნელეთსა და ბოროტებას უკავშირებდნენ, მაგრამ ექიმბაშებს ეს ხელს არ უშლიდა, თავიანთი სამკურნალო წამლების დამზადებისას კუნელი გამოეყენებინათ. რეცეპტებს კი ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ. პეტრე პირველის გამეფების შემდეგ კუნელის გამოყენება რუსეთში სახელმწიფო დონეზე დაიწყეს და გლეხებისთვის მისი შეგროვება სავალდებულოც კი იყო.

ჯონჯოლი - Sputnik საქართველო
ჯონჯოლი და მისი აქამდე უცნობი უნიკალური თვისებები

სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ნაყოფს, ყვავილებს, ფოთლებსა და ტოტებს.

კუნელის ნაყოფსა და ფოთლებში აღმოჩენილია შემდეგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

• ბიოფლავონოიდები

• მთრიმლავი ნივთიერებები

• კვერციტინი

• პექტინი

• ჰიპეროზიდი

• ვიტექსინი

• ფრუქტოზა

• ორგანული მჟავები

• ვიტამინები β–კაროტინი (პროვიტამინი А), С, Е და К

• მიკროელემენტები (კალიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი)

წყლის კაკალი - Sputnik საქართველო
წყლის კაკალი – იდუმალი, ლამაზი, მივიწყებული სამკურნალო მცენარე

კუნელი ბუნებრივი ბოტანიკური კარდიოტონიკია, მისი სამკურნალო თვისებები, პირველ რიგში, გულის დაავადებებს უკავშირდება. მას ახასიათებს სპაზმოლიტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან, მათ შორის, გამოდევნის მძიმე ლითონებს.

კერძოდ, კუნელს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• არითმია

• სტენოკარდია

• ტაქიკარდია

• ათეროსკლეროზი

• არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით კარგია ამ დროს კუნელის ყვავილები)

• ნერვული გადაღლილობა

• უძილობა, სტრესი

• გასტრიტები

• ეზოფაგიტები (საყლაპავი მილის დაავადებები)

• ღვიძლის პათოლოგიები

• თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია

• სისხლძარღვების სპაზმები

• გლუვი კუნთების სპაზმები

• ანგიონევროზები

• ჰიპერთირეოზი

• დისპნოე (სუნთქვის პრობლემები)

• რევმატიზმი

• ეპილეფსია

• სისხლძარღვების გენეზის მქონე თავის ტკივილები

• თავბრუსხვევა

• ნაღვლდენის შეჩერება

• გახშირებული შარდვა, დარღვევები შარდვის პროცესში

• ციებ–ცხელება

• კუნთების ტკივილი

• რადიკულიტი

• იშიასი

• ლუმბაგო (წელკავი)

• საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები (კერძოდ, კუჭის წყლული)

• ინტოქსიკაცია (მოწამვლისას)

• შარდკენჭოვანი დაავადებები

• თირკმლის პრობლემები

• კანის სოკოვანი დაავადებები

• წყალმანკი

• ზოგიერთი ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება

• ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში

• რძის უკმარისობა ლაქტაციის პერიოდში

ჟუნჟრუკი - Sputnik საქართველო
ჟუნჟრუკი – „უსარგებლო" სარეველას სამკურნალო თვისებები

კუნელი ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, იმუნიტეტის ამაღლებისთვის – კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგოდ. ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას.

კუნელის ნაყოფს იყენებენ გინეკოლოგიაშიც – მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს და ასევე კლიმაქსის პერიოდში ნევროზებისას.

კუნელის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე ჰიპოტონიისას (დაბალი არტერიული წნევა). მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ადამიანს შეუძლება დაუქვეითდეს არტერიული წნევა და გამოიწვიოს არითმია. ასევე კუნელზე დამზადებული პრეპარატების უზმოზე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ასევე დიდი რაოდენობით მიღებამ – მსუბუქი მოწამვლის სიმპტომები.

გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების ყველაზე იოლ რეცეპტს: ერთ სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს თერმოსში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2–3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 2–3 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური