ჟუნჟრუკი – „უსარგებლო" სარეველას სამკურნალო თვისებები

გამოწერა
ამ ერთი შეხედვით უსარგებლო სარეველა მცენარეს მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.

ჟუნჟრუკი (Stellaria media) ერთწლიანი სარეველა მცენარეა, რომელსაც ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდან იყენებენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვაგვარად უწოდებენ: ბოწვა, ბოწოწია, ბოწოწო, ბოწოწუა, ჟრიჭა, კინკა, ნაცარა, ოსური მხალი, ოსურმხალაი, ჯუნჯრუკი, ჯუნჯრუკო, სირისუა, წვრილი მხალაი. მისგან გემრიელ მხალს ამზადებენ.

ამ ერთი შეხედვით უსარგებლო სარეველა მცენარეს მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.

ხალხურ მედიცინაში ჟუნჟრუკის ყველა ნაწილს იყენებენ, ხოლო მისი გამოყენების სპექტრი ფართოა.

ჟუნჟრუკით მკურნალობენ ჭრილობებს, ნერვულ აშლილობებს, მას აქვს ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ბევრმა არ იცის, რომ ჟუნჟრუკს ნედლეულის სახით იყენებენ გულის, თირკმელების, მხედველობის, ჰემოგლობინის ამაღლების და სიმსივნეების გაწოვისთვის გამიზნული სამკურნალო პრეპარატების დამზადებისას.

ფითრი - Sputnik საქართველო
„ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე და მისი ბედნიერების გვირგვინი

ჟუნჟრუკი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს ეთერზეთებს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, მიკროელემენებს – მაგნიუმს, სპილენძს, რკინას და სხვა.

ჟუნჟრუკი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სურავანდი

• დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, აძლიერებს ორგანიზმს და არის მატონიზირებელი საშუალება

• ბალახს იყენებენ, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას

• ჟუნჟრუკს შეუძლია სისხლდენის შეჩერება და ჭრილობის შეხორცებაში დახმარება

• აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს გულ–სისხლძარღვთა და კუჭ–ნაწლავის სისტემების მუშაობას

• დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე

• კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის სამკურნალოდ

ლეღვი - Sputnik საქართველო
ლეღვი – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო

• გამოიყენება გინეკოლოგიური პრობლემებისას

• მცენარის მეშვეობით შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება რადიკულიტის, ართრიტის, რევმატიზმის, პოდაგრის დროს

• გამოიყენება კანის დაავადებებისას

• იყენებენ ღვიძლის, ფილტვების დაავადებებისას

• ზრდის სისხლში ჰემოგლობინის დონეს

• მისგან ამზადებენ ნაყენს თვალში ჩასაწვეთებლად

• გამოიყენება ლაქტაციის დროს

• მიომის, კისტის, ეროზიების სამკურნალოდ

• გამოიყენება უძილობისას

ჟუნჟრუკის ნაყენი ამგვარად მზადდება:

1 სუფრის კოვზ ჟუნჟრუკს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დავაფაროთ და დავტოვოთ ღამის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ. ნაყენი გამოიყენება ჭამამდე მეოთხედი ჭიქის ოდენობით.

გირჩები - Sputnik საქართველო
ისუნთქეთ თავისუფლად, მოიწესრიგეთ ნერვები, აიცილეთ ავიტამინოზი...

ჟუნჟრუკის ნახარშის დამზადების წესი:

აიღეთ ახალი ბალახი – 300 გრამი, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. როცა გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ.

თვალში ჩასაწვეთებლად აიღეთ ახალი, ნედლი ბალახი – 1 სუფრის კოვზი, დაასხით მდუღარე 1 ჭიქა წყალი. გააჩერეთ ერთი საათი ისე, რომ არ აურიოთ. შემდეგ გადაწურეთ და ჩაისხით მტკივნეულ თვალში 1–2 წვეთი დღეში სამჯერ.

კანის დაავადებების დროს იყენებენ ჟუნჟრუკის ნახარშს, მასში ასველებენ მარლას და იდებენ პრობლემურ კანზე. ეს დღეში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

ჟუნჟრუკი ეფექტური საშუალებაა ფეხების ტკივილის დროს და დაღლილობის მოსახსნელად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფიზიკურად შრომობს. ამისთვის უნდა მოწყვიტოთ ახალი ბალახი და ფეხსაცმელში საფენების ნაცვლად ჩააწყოთ.

ორგანიზმის გასაძლიერებლად და დამამშვიდებელი ეფექტისთვის იღებენ ჟუნჟრუკის ჩაის, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ მდუღარე წყალს და თავდახურულ ჭურჭელში 5 წუთი აჩერებენ. ის უნდა დალიოთ როგორც ჩვეულებრივი ჩაი, ოღონდ ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში სამჯერ.

ყველა ახალი ამბავი
0