ისუნთქეთ თავისუფლად, მოიწესრიგეთ ნერვები, აიცილეთ ავიტამინოზი...

გამოწერა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწვოვან ტყეში ჰაერი ერთ კუბურ მეტრ მოცულობაზე 200–300 ბაქტერიაზე მეტს არ შეიცავს, ანუ, იმ ჰაერთან შედარებით, რასაც ვსუნთქავთ, ვთქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ის, ფაქტობრივად, სტერილურია.

წიწვოვანი მცენარეები ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ავადმყოფობის პრევენციისთვის. არაჩევეულებრივია როგორც წიწვოვან ტყეში ან პარკში სეირნობა, რაც, როგორც ვიცით, ადამიანის სასუნთქ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს, ისე წიწვებისგან ნაყენების დამზადება და მიღება სხვადასხვა დაავადებების დროს.

ფითრი - Sputnik საქართველო
„ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე და მისი ბედნიერების გვირგვინი

წიწვოვნები ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში ფიჭვები, ნაძვები, ლარიქსები, სოჭები ვრცელ წიწვოვან მასივებს ქმნიან. სამხრეთ ნახევარსფეროში ძირითადად ზომიერ სარტყელში გვხვდება — პატაგონიაში, ცეცხლოვან მიწაზე, ახალ ზელანდიასა და ტასმანიაზე წიწვოვნები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ტროპიკული რეგიონების დაბლობებში წიწვოვნები თითქმის არ ხარობენ, გვხვდება მხოლოდ მთებში.

საქართველოში გავრცელებულია ნაძვი, სოჭი, ფიჭვი.

რა სარგებლობა მოაქვს წიწვოვან ხეებს:

1. თავისუფალი სუნთქვა

ყველას გვსმენია, თუ რა კარგია წიწვოვან ტყეში სუნთქვა და ეს ფუჭი სიტყვები არ არის. ასეთ ტყეში ჰაერი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაჟღენთილია ფეტონციდებით, ანუ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც უნარი აქვთ, გაანადგურონ ავადმყოფობების წარმომშობი მიკროორგანიზმები. ისინი განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ტუბერკულიოზის ჩხირზე, სწორედ ამიტომ ტუბერკულიოზით დაავადებულებების სანატორიუმებს სწორედ წიწვოვან ადგილებში აშენებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წიწვოვან ტყეში ჰაერი ერთ კუბურ მეტრ მოცულობაზე 200–300 ბაქტერიაზე მეტს არ შეიცავს, ანუ, იმ ჰაერთან შედარებით, რასაც ვსუნთქავთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ის, ფაქტობრივად, სტერილურია. გარდა ამისა, სეირნობა წიწვოვან ტყეში ხსნის დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას. აქტიურდება ფილტვებში აირების ცვლა და, შესაბამისად, უმჯობესდება სუნთქვა. ეს, პირველ რიგში, აუცილებელია მწეველებისთვის და მათთვის, ვინც დროის უმეტეს ნაწილს ცუდად განიავებულ შენობებში ატარებს.

CC BY 2.0 / S. Rae / Pinus cembroidesწიწვები
წიწვები - Sputnik საქართველო
წიწვები

2. ავიტამინოზის მკურნალობის საშუალება

წიწვები შეიცავს С ვიტამინს – იმდენს, რამდენსაც შეიცავს შავი მოცხარი და ქაცვი და შვიდჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი.

სურავანდის (სკორბუტი, საკვებში C ვიტამინის ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადება) მკურნალობისთვის წიწვების გამოყენება ძალზე ეფექტურია.

გარდა С ვიტამინისა, წიწვები ასევე შეიცავს პროვიტამინ А–ს (კაროტინი), ვიტამინებს Е, К, Р, В1, В2, В6, РР და Н. თავისი შემადგენლობით ის ტოლს არ უდებს და აჭარბებს კიდეც მულტივიტამინებს, რომლებიც აფთიაქში იყიდება, რადგან მასში ყველა ვიტამინი ნატურალურია.

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
ყვავილების მტვერი - ფასდაუდებელი განძი ორგანიზმის რეგენერაციისათვის

3. გირჩები ინსულტის წინააღმდეგ

ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფიჭვის გირჩების შემადგენლობაში არსებული ტანინების ჯგუფის ნივთიერებები ინსულტების მკურნალობაში ეხმარება – ის აბრკოლებს თავის ტვინის უჯრედების სიკვდილს.

4. დაცვა გრიპისგან

ექიმები გრიპის ვირუსის (მათ შორის H1N1) ეპიდემიისას ადამიანებს ურჩევენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ წიწვოვანი ხეების ეთერზეთებით გაჟღენთილი დოლბანდის (მარლის) ნიღბები. ასეთ ნიღაბში ვირუსის შეღწევის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

5. წიწვების აბაზანები ნერვებისთვის

წიწვების აბაზანა ამშვიდებს, ხსნის დაღლილობას და ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. ის კარგია უძილობის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზების, ზოგადი გადაღლილობისას.

ასევე კარგია წიწვების აბაზანა პოდაგრისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს.

არომათერაპია - Sputnik საქართველო
არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე

6. ნატურალური ანტიოქსიდანტი

წიწვოვანი ხეები შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს – ბიოფლავანოიდს (დიჰიდროკვერცეტინი), რომელიც:

• აუმჯობესებს იმუნიტეტს

• ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

• სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს

• ამცირებს სისხლძარღვთა კედლების ანთებას

• აუმჯობესებს მიკროცირკულაციას

• აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს

• აუმჯობესებს მდგომარეობას ალერგიის დროს

• ამცირებს ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას

• აახალგაზრდავებს კანს

• აჯანსაღებს ორგანიზმს მთლიანად

ფეიხოას ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ფეიხოა

გთავაზობთ წიწვების გამოყენების რამდენიმე რეცეპტს

აბაზანისთვის აიღეთ 100 მილიგრამი წიწვოვანთა ექსტრაქტი ან 100 გრამი მშრალი წიწვები. ექსტრაქტი გახსენით თბილ (36–37 გრადუსი) წყალში. წიწვოვანი აბაზანის მიღებისას მნიშვნელოვანია, რომ გულის არე წყლით არ დაიფაროს. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 წუთი. აბაზანა უნდა მიიღოთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, სულ 10–15 სეანსი.

სურავანდის წინააღმდეგ: 4 ჭიქა ახალ წიწვს დაასხით სამი ჭიქა ანადუღარი და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ სამი დღე ბნელ ადგილზე, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ.

სასარგებლოა გირჩიც, მისგან ამზადებენ მურაბას, რომელიც გამოიყენება როგორც არა მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ სამკურნალო საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ყელის ტკივილის, ხველების დროს.

ყველა ახალი ამბავი
0