ყვავილების მტვერი - ფასდაუდებელი განძი ორგანიზმის რეგენერაციისათვის

CC BY 2.0 / Ronnie Khan / Triფუტკარი ყვავილზე
ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყვავილების მტვერი შეიცავს ცილებს, შაქრებს, ცხიმებს, მინერალურ მარილებსა და პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, ფერმენტს, ფიტოჰორმონსა და ფიტონციდს – ბუნებრივ ანტიბიოტიკებს.

ყვავილების მტვერი მცენარეთა გამრავლების მამრი ელემენტია (ფეხგუნდა). ეს არის ბუნებრივი, მაღალი ხარისხის, კონცენტრირებული და რაც მთავარია, კვების ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტი; საოცარი მოქმედების ნივთიერება, რომელსაც ყვავილები აწარმოებენ მზის ზემოქმედებით და ჩვენთან შრომისმოყვარე ფუტკრის მეშვეობით ხვდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყვავილების მტვერი სასარგებლო საკვები პროდუქტია როგორც ადამიანების, ისე ფუტკრებისთვის.

CC BY 2.0 / loneyvs / Bee inside honey suckelფუტკარი ყვავილზე
ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
ფუტკარი ყვავილზე

ყვავილების მტვერი შეიცავს ცილებს, შაქარს, ცხიმებს, მონერალურ მარილებსა და პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, ფერმენტს, ფიტოჰორმონსა და ფიტონციდს – ბუნებრივ ანტიბიოტიკებს. მრავალი კვლევის წყალობით ცნობილია, რომ მტვერი შეიცავს 27 ლითონსა და არალითონს, ესენია:

• ნატრიუმი, კალიუმი, ტიტანი, ნიკელი, ვანადიუმი, ცირკონიუმი, ბერილიუმი, თუთია, ტყვია, ვერცხლი, კალა, გალიუმი, სტრონციუმი, ბარიუმი, მაგნიუმი, მოლიბდენი, სპილენძი, კალციუმი, რკინა, მანგანუმი, ურანი და ალუმინი;

• კრემნიუმი (კაჟბადი), ბორი, ქრომი, ფოსფორი და დარიშხანი.

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. თაფლი

მათი თანაფარდობა ბუნებრივად არის დაბალანსებული, ამიტომ ყვავილების მტვერი სხვადასხვა მრავალი დაავადების მკურნალობისას შეიძლება იქნას გამოყენებული. მასში საკვები ნივთიერებების შემცველობა მნიშვნელოვნად აჭარბებს თაფლის შემადგენლობას. ცილების შემადგენლობა ყვავილების მტვერში 7–დან 30%–მდე მერყეობს, რაც რამდენჯერმე აღემატება ნებისმიერ სხვა საკვებ პროდუქტში არსებულ რაოდენობას.

ყვავილების მტვრის შემადგენლობაშია 10 ამინომჟავა, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა მოხვდეს საკვებთან ერთად. არსობრივად, ყვავილების მტვერი – ესაა ამინომჟავების ბუნებრივი კონცენტრატი, რომელიც ადამიანის ამჟამინდელი რაციონის ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენს დროში კვების მრავალი პროდუქტი რაფინირებულია და თბური დამუშავების შემდეგ მნიშვნელოვანი ნივთიერებების, მათ შორის ამინომჟავების უმეტეს ნაწილს კარგავს. ამ დეფიციტის შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკიანი ადამიანებისთვის.

ყვავილების მტვერი შეიცავს მრავალ ბუნებრივ ნახშირწყლებს მინერალური ელემენტებისა და მიკროელემენტების დიდ ნაკრებთან შეხამებით, ამიტომ ის ენერგიის იდეალური წყაროა ორგანიზმისთვის და, განსხვავებით რაფინირებული შაქრების გამოყენებისგან, არანაირი ზიანი არ მოაქვს.

ასევე, ყვავილების მტვერი შეიცავს P ვიტამინს, რომელიც, თავისი თვისებების წყალობით, ხელს უწყობს კაპილარების კედლების გამაგრებას, ასევე ზრდის იმუნური სისტემის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ამასთან, ცნობილია, რომ ყვავილების მტვერი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ იშვიათ ნივთიერებებს:

• ფოსფოლიპიდები (ლეციტინი)

• ეთანოლამინფოსფოგლიცერიდები (კეფალინი)

• ინოზიტფოსფოგლიცერიდები

• ფოსფატიდილსერინები

მეფუტკრეები სკებთან - Sputnik საქართველო
თაფლი: ყველაზე სასარგებლო სახეობები და ამოსაცნობი ნიშნები

ეს ჩამოთვლილი კომპონენტები ადამიანის ორგანიზმის პლაზმატური მემბრანის შიდა ფენის შემადგენლობაში შედის, ისინი ძალზე შერჩევით არეგულირებენ იონების შედინებას, ამავე დროს, აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში.

დიდი რაოდენობითაა ყვავილების მტვერში ფიტოსტერინების შემცველობა – დაახლოებით 0,6–1,6%; მათგან ერთ–ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია 3–ფიტოსტერინს, რომელიც მოქმედებს, როგორც ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება, ასევე ებრძვის ქოლესტერინს.

ყვავილების მტვერი შეიცავს ლიპიდებსა და პარაფინის ნახშირწყლებს, როგორიცაა:

• ჰეპტაკოზანი

• ნონოკოზანი

• ტრიკოზანი

• პენტაკოზანი

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ყველა სახის მცენარის მტვერში არის კაროტინოიდები (0,66–დან 212,5 მილიგრამამდე 100 გრამ მშრალ ნივთიერებაზე), რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება A და С ვიტამინებად.

ყვავილების მტვრის სასარგებლო თვისებები

ყვავილების მტვვერი აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს, ასტიმულირებს უჯრედული რეგენერაციის პროცესს. ის ეხმარება ორგანიზმს მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ აღდგენაში, ასევე მოხუც და სუსტ ადამიანებს. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს დიდი რაოდენობის სამკურნალო წამლების ეგექტი.

გულყვითელა, ანუ კალენდულა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კალენდულა (გულყვითელა)

შემოქმედებით პროცესში ჩართული ადამიანებისთვის ყვავილების მტვერი აუცილებელია, რადგამ შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ასევე საკვები ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს გონების მუშაობასა და პროდუქტიულობას. ყვავილების მტვრის შემადგენლობაში არსებული სასარგებლო კომპონენტები ზემოქმედებს ადამიანის ტვინზე, ზრდის მის შესაძლებლობებს, აღქმის სიმახვილესა და ძალას.

ასევე, ყვავილების მტვერში არის რიგი ჰორმონები. ეს ფაქტი მას განსაკუთრებით საჭიროს ხდის ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებების მქონე ადამიანებისთვის, რაც დაკავშირებულია ორგანიზმის დაბერების პერიოდთან, ასევე მათთვის, ვისაც შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის პათოლოგიური დარღვევა აქვს. იქ არის ასევე ესტროგენური ნივთიერებები, რომლებიც პროსტატის ჯირკვლის პათოლოგიური ცვლილებების დროს მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ყვავილების მტვერი შეიცავს ზრდის სტიმულატორებს, ასევე მის შემადგენლობაში შედის ანტიბიოტიკი, რომელიც სხვადასხვა სიმსივნის განვითარების დაბრკოლებას უწყობს ხელს. ანემიისას ყვავილების მტვერი ზრდის ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დონეს. ამ მიზნით ყვავილების მტვერი უნდა გამოიყენოთ დღეში სამჯერ, ჭამადე 1 ჩაის კოვზის ოდენობით, მიაყოლოთ წყალი. ასევე შეიძლება მისი შერევა თაფლთან 1:1 ან 1:2 პროპორციით.

ლეღვი - Sputnik საქართველო
ლეღვი – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო

ყვავილების მტვერს, როგორც წესი, იღებენ კვების პროდუქტის სახით, რათა გამდიდრდეს რაციონი იმ ნივთიერებებით, რომლებიც ჩვეულებრივ პროდუქტებში, რომლებსაც ვიღებთ, არ შედის, მაგრამ ისინი ორგანიზმისთვის უკიდურესად საჭიროა.

ყვავილების მტვრის სასარგებლო თვისებებს იყენებენ შემდეგი მიზნებისთვის:

• მადის გაზრდა

• ორგანიზმის მდგომარეობის ნორმალიზება გახდომის, დიეტებისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

• ნერვული სისტემის სტაბილური მუშაობის აღდგენა და ფსიქოლოგიური სტრესების მოხსნა

• ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუსტებული ბავშვების წარმატებული ზრდა

• ფართო სპექტრის დაავადებების მკურნალობა და პრევენცია (ანემია, ქოლეცისტიტი, კოლიტები, ღვიძლის, თირკმელების დაავადებები, ნევროზები, დეპრესია, ჰიპერტონია და ჰიპოტონია და სხვა).

გამოყენების წესები:

ყვავილების მტვერი თავდაპირველად კარგად უნდა დაიღეჭოს, ნერწყვით კარგად დასველდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყლაპოს. შესაძლებელია მისი 2–3 საათით ადრე დაყენება ჭიქაში – 1 ჩაის კოვზს დაასხით 50 მილიგრამი მდუღარე წყალი და პერიოდულად მოურიეთ. ხსნარი მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კურკუმა

ყვავილების მტვერი სახლის პირობებში გრილ და მშრალ ადგილზე უნდა შეინახოთ.

ყვავილების მტვერმა იშვიათად შეიძლება გამიწვიოს ალერგია, განსაკუთრებით თაფლთან ერთად მიღებამ.

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების მტვერი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა, აუცილებელია დოზირების დაცვა, რადგან არაზომიერმა გამოყენებამ სხვადასხვა უარყოფითი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, რომელთა შედეგები ძალზე მოულოდნელი შეიძლება იყოს. სადღეღამისო დოზა უნდა შეადგენდეს 50–100 გრამს. დღეში დასაშვები ნორმაა საშუალო წონის მქონე ქალისთვის 1–2 ჩაის კოვზი (ხელგადასმული), ხოლო მამაკაცისთვის – 2–3 ჩაის კოვზი. თუ ადამიანი ფიზიკურად შრომობს, ან მკურნალობის პერიოდს გადის, დოზის გაზრდა შეიძლება.

ბავშვებისთვის ყვავილების მტვრის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექვსი თვიდან (ყავის კოვზის მეოთხედი), 12 წლიდან – ყავის კოვზის ნახევარი.

ასევე, არ შეიძლება ყვავილების მტვრის მიღება საღამოს 7–8 საათის შემდეგ, რადგან მას მატონიზირებელი ეფექტი აქვს და შეიძლება ძილის რეჟიმი დაარღვიოს.

დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა ის თაფლთან ერთად არ უნდა გამოიყენონ და უნდა მიიღონ ნაკლები დოზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0