მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კალენდულა (გულყვითელა)

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Till Westermayer / Calendulaგულყვითელა, ანუ კალენდულა
გულყვითელა, ანუ კალენდულა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
კალენდულას მალამოს იყენებენ ალერგიული გამონაყარის დროს, რადგან ამსუბუქებს ქავილსა და დაძაბულობას. მალამო სახეზე წასმისას აქრობს ნაოჭებს, ხოლო ტუჩებს იცავს ყინვისა და სიცხის დროს. მალამო კარგია ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გამონაყარის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

კალენდულა, გულყვითელა (ლათ. Calendula officinalis) რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა.

გულყვითელა ივნისიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს. თესლი მწიფდება აგვისტოდან.

CC BY 2.0 / Flickr/ Raita Futo / Calendula flowersამ მცენარის ყვავილი ბევრ კაროტინოიდებს შეიცავს, სწორედ ამის წყალობითაა კალენდულა ნარინჯისფერი
ამ მცენარის ყვავილი ბევრ კაროტინოიდებს შეიცავს, სწორედ ამის წყალობითაა კალენდულა ნარინჯისფერი - Sputnik საქართველო
ამ მცენარის ყვავილი ბევრ კაროტინოიდებს შეიცავს, სწორედ ამის წყალობითაა კალენდულა ნარინჯისფერი

საქართველოში გავრცელებულია როგორც კულტურული, დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. 

გულყვითელას სამკურნალო თვისებებს უძველესი დროიდან იცნობენ. ის პირველად ბერძნებმა დააფასეს. გულყვითელას მეშვეობით ისინი ჭრილობებს, ფურუნკულებსა და სიმსივნეებსაც კი მკურნალობდნენ. ერთი იმდროინდელი მეცნიერი იმასაც კი წერდა, რომ თუ ორსული დაპრესილ გულყვითელას საშოში მოითავსებდა, მუცელი მოეშლებოდა.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კურკუმა

ცნობილია, რომ ავიცენა კალენდულის ნაყენით მკურნალობდა საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს, ქალებს მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად მცენარის ახლადგამოწურულ წვენს სთავაზობდა. 

სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ.

ასევე, გულყვითელას ამერიკელები და ბრიტანელები წვნიან კერძებში, სალათებში ამატებენ, მისი ყვავილებით კი ხშირად სადღესასწაულო კერძებს რთავენ. 

CC BY 2.0 / Flickr/ Fee Plumley / Calming calendulaკალენდულას საფუძველზე მრავალი სამკურნალო პრეპარატი მზადდება
კალენდულას საფუძველზე მრავალი სამკურნალო პრეპარატი მზადდება - Sputnik საქართველო
კალენდულას საფუძველზე მრავალი სამკურნალო პრეპარატი მზადდება

ამ სამკურნალო მცენარის ყვავილი ბევრ კაროტინოიდს შეიცავს, სწორედ ამის წყალობით ყვავილი ნარინჯისფერია. რაც უფრო ნათელია ყვავილი. მით უფრო მეტი კაროტინია მასში. გარდა ამისა, კალენდულის ყვავილები შეიცავს პარაფინის რიგის ნახშირწლებს, საპონინს, მწარე ნივთიერებებს, ლორწოს, ფისებს, ფიტონციდებს, პროტეინებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდკალენდილოზიდს, ტრიტერპენდიოლებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, სალიცილის) ასკორბინის მჟავას და ეთერზეთს, რომელიც აძლევს კიდეც ყვავილებს შესანიშნავ სურნელსა და ფიტონციდურობას. 

ხურმა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ხურმა

ყვავილის მწვანე ნაწილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ საპონინებს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კალენდულის გამოყენებით დამზადებული პრეპარატები ფარმაკოლოგიაში გამოიყენება მცენარის ყვავილში არსებული ბიოლოგიური აქტიური ნაერთების, მაგალითად, კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ვიტამინების  წყალობით.

კალენდულის ზოგადი ზემოქმედების შესწავლისას კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე ნაკლებტოქსიკურია და ინგიბირებულ მოქმედებას ახდენს საყრდენ–მამოძრავებელ აქტიურობაზე. 

სამკურნალო მიზნით კალენდულას იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების საშუალებას. ის გამოიყენება როგორც შინაგანი, ისე გარე მოხმარებისთვის. ამ მცენარეზე დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც შემკვრელ, სპაზმოლიტურ, ნაღველმდენ და დამამშვიდებელ საშუალებას. ის აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს არტერიულ წნევას.

CC BY 2.0 / Flickr/ Joshua Wood / Calendulaკალენდულა
კალენდულა - Sputnik საქართველო
კალენდულა

ძალიან ხშირად იყენებენ კალენდულას შინაგანი ორგანოების მკურნალობისთვის, ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად, როგორც ანტიკოაგულატურ, იმუნომოდულატორულ პრეპარატს. ახასიათებს სედატიური მოქმედება. ასევე არის შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ზოგადად ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება. ასევე კარგად მოქმედებს მამაკაცური პოტენციის ამაღლებაზე.

გულყვითელას ხშირად მიმართავენ კლიმაქსური სინდრომის დროს, ფართოდ გამოიყენება კანის, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ.

ფეიხოას ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ფეიხოა

გთავაზობთ გულყვითელასგან ნაყენის მომზადების რამდენიმე რეცეპტს

კალენდულის ნაყენი კუჭის წყლულის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებებისას, ასევე ყელში გამოსავლებად – აიღეთ 1 სუფრის კოვზი კალენდულა, დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.  

ნახარში მუცლის მოშლის საშიშროების დროს — აიღეთ ნახევარი სუფრის კოვზი კალენდულა და ამდენივე რაოდენობის კრაზანა. დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 500 მლ — ორჯერ — ნახევარ-ნახევარი. ეს წამალი მშობიარობამდე ერთი თვის განმავლობაში მიიღება.

სპირტზე დამზადებული კალენდულას ნაყენი — აიღეთ 100 მლ 70%-იანი სპირტი, შეურიეთ 10 გრამი კალენდულის ყვავილები, შემდეგ გააჩერეთ რამდენიმე საათი. ამ ნაყენს იყენებენ გარეგნულად. 1 ჩაის კოვზ ნაყენს ხსნიან 200 მლ მდუღარე წყალში და ამით ბანენ ჭრილობებს, დაჩირქებულ ჭრილობებს, დამწვარ ადგილებს.

ალოე - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ალოე

კალენდულასგან ამზადებენ მალამოს, რომელსაც იყენებენ ჭრილობებისთვის, რომლებიც ცუდად ან არ ხორცდება. მალამო აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, ხდის მას ელასტიკურს და იცავს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანებისგან; ის კარგია დამწვრობის დრო, ისვამენ დამსკდარ კანზე.

მალამოს ასევე იყენებენ ალერგიული გამონაყარის დროს, რადგან ამსუბუქებს ქავილსა და დაძაბულობას.

მალამო ხელის კანს ხდის გლუვს, სახეზე წასმისას აქრობს ნაოჭებს, ხოლო ტუჩებს იცავს ყინვისა და სიცხის დროს.

მალამო კარგი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის გამონაყარი აქვთ.

მალამოს დამზადების წესი: აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, კარგად დააქუცმაცეთ, შემდეგ აურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში. დადგით წყლის ორთქლზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, თან მუდმივად ურიეთ. მომზადებული მალამო მაცივარში შეინახეთ.

კალენდულას გამოყენება არ არის რეკომენდებული ალერგიის, ჭინჭრის ციების დროს, ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის. შინაგანი მიღებისთვის კალენდულა არ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომელთაც ბრადიკარდიისა და ჰიპოტონიისას აქვთ დაბალი არტერიული წნევა.

ყველა ახალი ამბავი
0