უნიკალური მცენარე – ვიტამინებისა და სხვადასხვა ელემენტების ნამდვილი საბადო

გამოწერა
სასარგებლოა ამ მცენარის როგორც ნაყოფი, ისე ფოთოლი და ქერქი. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მისი ფოთლებისა და რტოებისგან მომზადებულ ძლიერ ნაყენს დაუძლურებულ ცხენებს ასმევდნენ. სიტყვა სიტყვით ძველი ბერძნულიდან ის ითარგმნება, როგორც "ბზინვარე ცხენი".

ქაცვი (ლათინურად — Hippophae) — ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარე ფშატისებრთა ოჯახიდან. ის გავრცელებულია ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, კანადასა და აშშ-ში.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ქაცვის ფოთლებისა და რტოებისგან მომზადებულ ძლიერ ნაყენს დაუძლურებულ ცხენებს ასმევდნენ. მაშინ კი ცხენი უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე თანამედროვე სამყაროში თუნდაც ავტომობილი. ცხენი მალე იბრუნებდა ჯანმრთელობას, მისი ტყავი და ბეწვი — ბზინვარებას. შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდება მისი სიტყვა სიტყვით თარგმნა ძველი ბერძნულიდან — Hippophea rhamnoides – „ბზინვარე ცხენი".

ჯონჯოლი - Sputnik საქართველო
ჯონჯოლი და მისი აქამდე უცნობი უნიკალური თვისებები

ქაცვის ნაყოფი საოცრად მდიდარია ვიტამინებით B1, B2, C, E, K, P; ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავით, კაროტინოიდებით, ბეტაინით, ქოლინით, კუმარინებით, გლუკოზით, ფრუქტოზითა და ფოსფოლიპიდებით. კენკრაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მჟავები — ვაშლის, ლიმონის, ყავის, ღვინის; ასევე მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. იგი შეიცავს მაკროელემენტებსა და მიკროელემენტებს: ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, კრემნიუმი, ალუმინი, ტყვია, ნიკელი, მანგანუმი, სტრონციუმი და მოლიბდენი.

ტოტების ქერქი შეიცავს სეროტონინის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც კარგად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე აფერხებს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ მცენარის ფოთლებში დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი ასკორბინის, ოლეანოლისა და ურსოლის მჟავები.

ქაცვს — ნაყოფსაც, ფოთლებსაც, ქერქსაც — მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. ის აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ქსოვილოვან ცვლას, ახასიათებს ანტიოქსიდანტური ქმედება (აბრკოლებს ქსოვილების დაჟანგვას, ანუ — დაბერებას).

ფითრი - Sputnik საქართველო
„ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე და მისი ბედნიერების გვირგვინი

ქაცვს გააჩნია შემდეგი თვისებები:

• ანტიკანცეროგენული

• ანემიის საწინააღმდეგო

• ზოგადად გამაჯანსაღებელი

• ჭრილობის შეხორცების

• ანტისეპტიკური

• ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო

• ტკივილგამაყუჩებელი

• თრომბოლიტური

• ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობის ნორმალიზების

• რევმატიზმის საწინააღმდეგო

• პოდაგრის საწინააღმდეგო

• გამხსნელი

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო
ყვავილების მტვერი - ფასდაუდებელი განძი ორგანიზმის რეგენერაციისათვის

რა დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება ქაცვის გამოყენება

• სხვადასხვა სახის დერმატოზები და დერმატიტები (გარდა ალერგიულისა)

• კანის დაზიანება, მათ შორის დამწვრობა და მოყინვა რეგენერაციის სტადიაზე

• დაჩირქებული ჭრილობები

• ტროპიკული წყლულები

• ნაწოლები

• ეროზიები

• პოდაგრა

• რევმატიზმი

• ართრიტები და ართროზები

• თვალის დაავადებები, კატარაქტა

• გინეკოლოგიური დაავადებები

• კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი და გასტროპათია

• ანალური ნახეთქები, ჰემოროი

• რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ანგინა

• სტომატიტი, პერიოდონტიტი, პულპიტი

ბადრიჯანი - Sputnik საქართველო
ძალზე სასარგებლო კენკრა–ბოსტნეული, ანუ პომიდვრისა და კარტოფილის "ბიძაშვილი"

• ონკოლოგიური დაავადებები

• ათეროსკლეროზი

• ჰიპერტონია

• ინფარქტისა და ინსულტის მაღალი რისკი

• შაქრიანი დიაბეტი

• ანემია

• მოწამვლა, დისბაქტერიოზი

• დეპრესია, უძილობა, ნევროზები

• ავიტამინოზი

• გაციება, გრიპი

• ალოპეცია (თმის ცვენა)

ქაცვს აქვს უკუჩვენებებიც:

• ალერგია და ინდივიდუალური აუტანლობა

• ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭუკანა ჯირკვლის ანთებითი დაავადებების მწვავე მიმდინარეობა

• ჰიპოტონია

• შარდსასქესო სისტემაში კენჭებისას არ შეიძლება ცოცხალი ან ახლადგამოწურული ქაცვის წვენის მიღება

• კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა

შაქარი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკი

ვინაიდან საქართველოში ქაცვის სეზონი დგება, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

როგორ შევინახოთ ქაცვი

სიცივეში — შეგიძლიათ ქაცვის მოჭრილი ტოტები დაკიდოთ ან გაშალოთ ერთ ფენად შენობაში, სადაც დაბალი ტემპერატურაა (0-დან +4 გრადუსამდე). ასეთ პირობებში ქაცვი გაზაფხულამდე შეინახება.

შაქარში

ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ქაცვი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს, როდესაც მას შაქართან ერთად ადუღებენ. ქაცვის მურაბის გამოყენება მხოლოდ დესერტის სახით თუ შეიძლება. ტკბილის მოყვარულებს ვურჩევთ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ქაცვი (რომელიც შეგიძლიათ საცერში გაცხრილოთ, რომ თესლი არ შეყვეს) აურიეთ შაქარს. ამ პროდუქტში შენარჩუნდება ყველა სასარგებლო თვისება და საჭმელადაც სასიამოვნოა.

ასევე შეგიძლიათ ქაცვის ნაყოფს მოაყაროთ შაქარი პროპორციით 1:1 და შეინახოთ მაცივარში +4 გრადუსზე.

ბროწეული - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ბროწეული

გამხმარი სახით

გახმობის მიზნით ქაცვი ყინვამდე უნდა შეგროვდეს, ნაყოფი უნდა გარეცხოთ და გააშროთ და ერთ ფენად დაალაგოთ ბრტყელ ზედაპირზე, მაგალითად ფანერზე, დადეთ ჩრდილში. მას აშრობენ სახლის პირობებში — სპეციალურ საშრობში და ჰაერღუმელში +40 — +45 გრადუსზე.

წყალში

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქაცვის შენახვა დიდი ხნით შესაძლებელია წყალში. ამისთვის სტერილიზებულ მინის ქილაში მოთავსებულ ქაცვის ნაყოფს უნდა დაასხათ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, დაახუროთ ხუფი და შედგათ მაცივარში (+4 გრადუს ტემპერატურაზე). ნაყოფს გარეცხვა არ უნდა.

საყინულეში

ქაცვი კარგად იტანს ყინვას (-50 გრადუსსაც კი). საერთოდ მისი მოკრეფა ყინვების შემდეგაც შეიძლება. მისი გაყინვა და ასე შენახვა მარტივია — ჩაყარეთ ის პლასტმასის პაკეტებში ან კონტეინერებში და შედგით საყინულეში.

ყველა ახალი ამბავი
0