მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

© FB / Municipality of Senakiქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომელიც მეწყერების შესახებ აფრთხილებს
ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომელიც მეწყერების შესახებ აფრთხილებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც შესაბამისი პრიზები გადაეცათ.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. დასრულდა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი —2017", ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განხადებაში.

ფინალურ ეტაპზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი და ცალკეული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.

გრანპრის მფლობელები გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე გახდნენ. (პროექტის სახელწოდება — კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მიღება). 

ამარანტი - Sputnik საქართველო
„ცოცხალი საკვები“ დიაბეტის წინააღმდეგ: ქართველი მოსწავლის პროექტი მსოფლიოს იპყრობს

პირველი ადგილის მფლობელები იონა იობიძე და გიორგი ურატიძე გახდნენ (პროექტის სახელწოდება — მანძილის მზომი რობოტი).

მეორე ადგილი ჯემალ გონაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, იოანე სალუქვაძე დაიკავეს (პროექტის სახელწოდება — ჭკვიანი ურიკა).

მესამე ადგილი წილად ხვდათ შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვასა და მარინა გუჯაბიძეს (პროექტის სახელწოდება — „უჩინარის მაჩინარი"-მოზაიკური ეკრანი "შლიერენის" გამოსავლენად).

გრანპრით დაჯილდოებული ახალგაზრდა გამომგონებლები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან. 

ახალგაზრდა გამომგონებლები - ირაკლი ყაზაიშვილი და გიორგი ჯიქიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ბიჭების რობოტი, რომელიც ცეცხლს დისტანციურად ჩააქრობს

პირვე, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ჯილდოდ ფულადი თანხა გადაეცათ. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორები 5000 ლარით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორები — 3000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორები — 2000 ლარით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი" 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 368 საკონკურსო განაცხადი, რომელთაგან 49 პროექტმა გაიმარჯვა და გამოგონებად ჩაითვალა.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებას და მეცნიერების პოპულარიზაციას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

 

ყველა ახალი ამბავი
0