„ცოცხალი საკვები“ დიაბეტის წინააღმდეგ: ქართველი მოსწავლის პროექტი მსოფლიოს იპყრობს

© http://dachnaya-zhizn.ruამარანტი
ამარანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარი ერაძის პროექტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოსწავლე მარი ერაძემ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი იტალიური უნივერსიტეტ United world Colleges Adriatic-სგან 100%-იანი დაფინასება  — 60 000 დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

ერაძემ ინოვაციური პროექტი „ცოცხალი საკვები“ შექმნა. ის ახალ პროდუქტს უკავშირდება, რომელიც შაქრის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

ბოსტნეულის სალათი - ვიტამინების წყარო - Sputnik საქართველო
შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება

პროდუქტით დაინტერესდნენ არამარტო იტალიური უნივერსიტეტის სპეციალისტები, არამედ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯის მეცნიერები, რომლებისგან ერაძე მოწვევებს იღებს.

პროექტზე „ცოცხალი საკვები“ მერი ერაძე და მისი მეწყვილე გიორგი ფხაკაძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი წელს წარმატებით დაამთავრეს.

მაისში ისინი კალიფორნიაში იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს Intel ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევების საერთაშორისო კონკურსში მიიღეს.

აშშ-ში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვედრა ქუთაისელმა მოსწავლეებმა  გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“  წყალობით  შეძლეს, რომელშიც მათ  გაიმარჯვეს.

შვრიის ნამცხვარი - Sputnik საქართველო
უგემრიელესი დესერტი დიაბეტით დაავადებულებისთვის

სპეციალისტებმა ახალ პროდუქტს თანამედროვე მეცნიერების სიახლე უწოდეს.

ამ პროდუქტის მისაღებად ახალგაზრდა გამომგონებლებმა გამოიყენეს მცენარე ამარანტი, რომელიც მდიდარია ნივთიერება სკვალენით, რომელიც უჯრედების ჟანგბადით გამდიდრების შემდეგ იმუნიტეტს ზრდის.

ამ ნედლეულის გამოყენებით ახალგაზრდა მეცნიერებმა შექმნეს სოიოს პროდუქცია და პური.

ეს პროდუქტები დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათში გლიკემიური ინდექსი* სამჯერ დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ პურში. საქართველოში ასეთი პროდუქტები, განსაკუთრებით პური, არ იწარმოება.

სკოლის მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგი სოფიკო გაჩეჩილაძე დაეხმარა.

* მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებისას რამდენად იზრდება სისხლში შაქრის დონე.

ყველა ახალი ამბავი
0