ქართველი მოსწავლეები კალიფორნიაში საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა ქართველმა მოსწავლემ გაიმარჯვა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ და მათ შესაძლებლობა მიეცათ Intel ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევების საერთაშორისო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები მაისში კალიფორნიაში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ Intel ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევების საერთაშორისო კონკურსში. 

ქუთაისელი მოსწავლეები მარი ერაძე და გიორგი ფხაკაძე — გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები არიან, რომელიც თბილისში ორი თვის წინ გაიმართა, ნათქვამია ლიცეუმის განცხადებაში.  

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოსწავლემ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვა

მოსწავლეებს გამარჯვება მოუტანა ინოვაციურმა პროექტმა „ცოცხალი საკვები“, რომელიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ახალი პროდუქტის შექმნას ეხებოდა. კონკურსის პირობების თანახმად, რომელიც 2011 წლიდან ტარდება, გამარჯვებულები ფულად ჯილდოს მიიღებენ და აშშ-ში Intel ISE-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

სკოლის მოსწავლეებს პროექტის მომზადებაში ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგი სოფიკო გაჩეჩილაძე დაეხმარა.

Intel ISE — მოსწავლეების სამეცნიერო და საინჟინრო მიღწევების ყოველწლიური კონკურსია, რომელიც აშშ-ში იმართება და მისი კოორდინატორია ავტორიტეტული არაკომერციული ორგანიზაცია Science Service. Intel ISEF-ში 70 ქვეყნიდან 1,7 ათასი უფროსკლასელი მონაწილეობს.

ბავშვები პრემიას 5 ათასი ლარის ოდენობით მიიღებენ. აღნიშნული კონკურსი საქართველოში 2011 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0