ქართველმა მოსწავლემ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვა

© FB / Massachusetts Institute of Technologyმასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის კომაროვის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის გრანტი მოიპოვა.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისის კომაროვის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე მაჩაიძემ გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სასწავლო გრანტი მოიპოვა.

მათემატიკოსი გურამ ბერიშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
რა შუაშია კოსმონავტი კომაროვი ქართულ მათემატიკურ სკოლასთან?!

მაჩაიძემ TOEFL-ის ტესტირებაში 120 ქულიდან 106 მიიღო, SAT-ის (Scholastic Assessment Test – ეს უნიფიცირებული ტესტია, რომლის შედეგები აბიტურიენტებს აშშ-ის ელიტურ კოლეჯებში ჩასარიცხად სჭირდებათ) ტესტში — 1600 ქულიდან 1490, მათემატიკის ტესტში — 800-დან 800 ქულა, ხოლო ფიზიკის ტესტში — 800-დან 700 ქულა. ელენე 2017 წლის სექტემბერში შეუდგება სწავლას.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება წელიწადში 60 ათასი დოლარია.

ელენე ვებ-გვერდის ავტორია, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა იმისთვის, რათა ინფორმატიკით დაინტერესებულ ქართველ მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

ელენე მაჩაიძე კომაროვის სკოლის მესამე მოსწავლეა, რომელიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გაემგზავრება. მსოფლიოში  ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე არიან გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ოფიციალურად 1861 წელს დარეგისტრირდა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კვლევით უნივერსიტეტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ყველა ახალი ამბავი
0