ვინ იცხოვრებს კარგად საქართველოში: გადამუშავებული ბიუჯეტი-2018

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს წარადგენს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს წარადგენს - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

ბიუჯეტის პირველი ვარიანტი პარლამენტს 2017 წლის 1 ოქტომბერს წარედგინა. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ კანონპროექტი დეპუტატების კომენტარებითა და წინადადებებით მთავრობას დაუბრუნდა.

„ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია ეკონომოკური ზრდის გაძლიერებასა და ქვეყნის აღმშენებლობაზე. 2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც სტაბილურ ეკონომოკურ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური მიღწევები

მისი თქმით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით განვითარება დაიწყო, ამის ერთ-ერთი მიზეზია ფისკალური რეფორმა, რომელმაც ეკონომიკური ზრდა 0,9 საპროცენტო პუნქტით დააჩქარა.

„მთავრობამ გაატარა ამბიციური ფისკალური რეფორმა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ტრანსფორმაციას გულისხმობდა. ეს ნიშნავდა საგადასახადო ტვირთის გადატანას პირდაპირიდან არაპირდაპირ გადასახადებზე, რაც ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტი საკითხი გახდა. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვემცირებინა მიმდინარე ხარჯები და გაგვეზარდა კაპიტალური ხარჯები. შედეგად 0,9 საპროცენტო პუნქტის ოდენობის ეფექტი მივიღეთ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის წარმატება ასევე ექსპორტის დივერსიფიკაციამ განაპირობა. 

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა

„განხორციელდა ექსპორტის დივერსიფიკაცია და ექსპორტის მოცულობაში ნედლეულის წილის შემცირება. გასული წლის ცხრა თვის მაჩვენებელთან შედარებით ნედლეულის წილი 34%-დან 31%-მდე შემცირდა“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, იზრდება ღვინის, სპირტიანი და მინერალური სასმელების ექსპორტი. მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ცხვრის ხორცის ექსპორტი.

ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ექსპორტის მოცულობის ზრდაზე, როგორც თავისუფალი ვაჭრობის ბაზრების გაფართოების, ასევე იმ პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ქვეყნის შიგნით წარმოების განვითარებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ქვეყნის განვითარების ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ტურისტების რაოდენობის ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკონომოკური პოლიტიკის გატარება. 

ასაკიანი ქალი ქსოვს - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები 2019-2020 წლებში გაიზრდება

„ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს ერთნაირი სარგებელი ეკონომიკური ზრდისგან. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია პროდუქტიულობისა და დაზოგვის ზრდაზე, რომელიც ეკონომოკურ ზრდასთან მიგვიყვანს“, — აღნიშნა მან.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან გამომდინარე, 3,5%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. მომავალ წელს ნომინალური მშპ 40,4 მილიარდი ლარის ოდენობით იგეგმება. 

კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შემოსულობები დაგეგმილია 10,24 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით არ უნდა აღემატებოდეს 3,3%-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 12,393 მილიარდი ლარის ოდენობით დაიგეგმა, მათ შორის შემოსავლები 10,215 მილიარდი ლარის ოდენობით არის ნავარაუდები.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 9,47 მილიარდი ლარი უნდა შეადგინონ, გრანტებმა — 335 მილიონი ლარი და სხვა შემოსავლებმა — 410 მილიონი ლარი.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12 მილიარდ 403,3 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები — 10 მილიარდი 950 მილიონი ლარით, გრანტები — 165 მილიონი ლარით, ხოლო კრედიტები — 1 მილიარდ 288 მილიონი ლარით.

2018 წელს უდიდეს დაფინასებას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

ვინ იხეირებს ბიუჯეტით

ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს ექნება — 3 მილიარდი 528 მილიონი ლარი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2 მილიარდი 445,6 მილიონი ლარი) სოციალურ და საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, მათ შორის მაღალმთიანი მოსახლეობის. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, წელს პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდა არ იგეგმება. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა პენსიების ინდექსაციას 2019 და 2020 წლებში გეგმავს, რაც წელიწადში 20 ლარით მათი გაზრდის საშუალებას შექმნის.

იკითხეთ ასევე: საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიქმნება >>

მეორე ადგილზე რეგიონული განვითარების სამინისტროა. მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ 823,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ სახსრების უმეტესი ნაწილი — 1 მილიარდი 283,2 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. გზების მოწყობის სხვა პროექტებს შორის 53 მილიონი ლარი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზისა და გვირაბის მშენებლობაზეა გამოყოფილი.

მესამე ადგილზეა განათლების სამინისტრო, რომელსაც 1 მილიარდი 181,8 მილიონი ლარი გამოუყვეს. ამ თანხის უმეტესი ნაწილი ზოგადი განათლების დაფინანსებაზეა გამოყოფილი — 681,1 მილიონი ლარი და დამატებით 40,81 მილიონი ლარი.


ყველა ახალი ამბავი
0