თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სამეგრელოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ინციდენტი ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „ჯიპის" ტიპის ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანია. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.