საქართველო კმაყოფილია: უკრაინამ მოთხოვნა ექს–ჩინოვნიკის ექსტრადიციაზე გაითვალისწინა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უკრაინიდან ქართული სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას ექსტრადიციას ელოდება, რათა ის მთელ რიგი სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მისცეს

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინტერპოლით ძებნილი მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა, განუცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს), მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავების შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა. ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, სახელმწიფო სახსრების ფლანგვა.

ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა ამჯერად ქართულ და უკრაინულ სამართალდამცველ სტრუქტურებს და ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის, ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემებს შორის. საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს იმისათვის, რომ უკრაინულმა მხარემ ექსტრადიციის პროცესი წარმატებით წაიყვანოს და ჩვენ შევძლოთ მართლმსაჯულების განხორციელება ქარდავას საქმეზე", – განაცხადა წულუკიანმა.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
მეგის ქარდავა უკრაინაში საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს

როდის გადმოსცემენ ქარდავას ქართულ მხარეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჯერ არ იციან.

ვადასტურებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს. ამ ეტაპზე ის საექსტრადიციო პატიმრობაშია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მისი ექსტრადიციისთვის. ვადებზე ლაპარაკი რთულია, თუმცა ის უკრაინულ კანონმდებლობაში გაწერილია და საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინულმა მხარემ უნდა მიიღოს", – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სასტიკი დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული ქარდავას დაკავებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. Facebook–გვერდზე მან დაწერა, რომ ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის.

სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგის ქარდავას 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ 2013 წელს გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა.

2014 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო აწ გარდაცვლილი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მიმართ წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებაში, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და გიორგი ჩიკვატიას წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა ისევ დაუსწრებლად მიუსაჯა.

2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მახლობლად აღმოჩენილ იქნა მიწაში ჩაფლული 8 კასრი, რომლებშიც ვიდეოჩანაწერები იყო მოთავსებული. აღნიშნული ჩანაწერების საქმეზე ქარდავა 2014 წლის მარტში კვლავ დამნაშავედ ცნეს წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქარდავა "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე წამებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.

გასული წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარდავა მოსკოვში გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაშიც დაადანაშაულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური დუმბაძე 2006-დან 2008 წლამდე საქართველოში სამშობლოს ღალატისათვის იხდიდა სასჯელს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე გაცვალეს და რუსეთში გადაიყვანეს. 2012 წლის მაისში დუმბაძე მოსკოვში უცნობებმა მოკლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0