უკრაინაში მეგის ქარდავა დააკავეს

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მეგის ქარდავას ბრალად ედება რიგი დანაშაული, მათ შორის „თანამონაწილეობა წამებაში“

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინტერპოლის ძებნილი, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროინდელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს, იუწყება ტელეარხი „იმედი“ (Imedi).

ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა.  სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რომელიც ასევე წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას ეხება.

„დეტალურად არ შემიძლია ვთქვა, რა მოხდა, რადგან მეგის ქარდავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ჩვენი პოლიცია დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა. ჩემი ინფორმაციით, ქარდავა უკვე გადაყვანილია კიევში, სადაც ის ახლა იმყოფება“, — განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომელმა „იმედის“ ეთერში. 

ბორისპოლის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას კიევში შესვლა აეკრძალა

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ 2013 წელს გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა.

2014 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო აწგარდაცვლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებაში, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და გიორგი ჩიკვატიას წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით პატიმრობა ისევ დაუსწრებლად მიუსაჯა.

იმავე წლის მარტში ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მახლობლად 2013 წელს აღმოჩენილია მიწაში ჩაფლული 8 კასრი, რომლებშიც ვიდეოჩანაწერები იყო მოთავსებული. აღნიშნული ჩანაწერების სამეზე ქარდავა დამნაშავედ ცნეს წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით აპტიმრობა მიუსაჯეს. 

პავლე კუსიანი და გიორგი ხუროშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდათ

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქარდავა „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე წამებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობის 7 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

გასული წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარდავა მოსკოვში გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის შეკვეთილ მკვლელობაში დაადანაშაულა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური დუმბაძე 2006-დან 2008 წლამდე საქართველოში სამშობლოს ღალატისათვის იხდიდა სასჯელს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე გაცვალეს და რუსეთში გადაიყვანეს. 2012 წლის მაისში დუმბაძე მოსკოვში უცნობებმა მოკლეს.


ყველა ახალი ამბავი
0