საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბიზნესის კეთების კუთხით ლიდერობს

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგი Doing Business-ი, რომელიც 190 ქვეყანას მოიცავს, იკვლევს, რამდენად კომფორტულია ბიზნესის კეთება ამა თუ იმ ქვეყანაში

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ დაიკავა მეცხრე პოზიცია რეიტინგ Doing Business-2018-ში, რომელიც ბიზნესის წარმართვისთვის პირობების სიმარტივის ხარისხს აფასებს, ნათქვამია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მოხსენებაში.

შარშანდელთან შედარებით, საქართველომ საკუთარი პოზიცია 7 სტრიქონით გაიუმჯობესა. საქართველო მეზობლები რეიტინგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნორვეგია (მე-8 ადგილი) და შვედეთი (მე-10 ადგილი).

საქართველო ლიდერობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებში. რეიტინგში შემდეგ მოდის მაკედონია (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-16 ადგილი) და რუსეთი (35-ე ადგილი).

Doing Business-2018-ის ანგარიშში საქართველომ  ცალკეული კატეგორიებით მიხედვით შემდეგი ადგილები დაიკავა: საწარმოების რეგისტრაცია — მე-4 ადგილი, მშენებლობაზე ნებართვის მიღება — 29-ე ადგილი, კრედიტების ხელმისაწვდომობა — მე-12 ადგილი, მინორიტარული ინვესტორების დაცვა — მე-4 ადგილი, გადასახადები — 22-ე ადგილი, საგარეო ვაჭრობა — 62-ე ადგილი, კონტრაქტების შესრულება — მე-7 ადგილი, გადახდისუუნარობის საკითხების გადაჭრა — 57-ე ადგილი, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა — 30-ე ადგილი. 

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური განვითარება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

მოხსენების თანახმად, საქართველომ ერთი წლის განმავლობაში სამი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა: შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური, გაუმჯობესდა მინორიტარული აქციონერების უფლებების დაცვა და ასევე გამარტივდა გაკოტრების გაფორმების პროცედურები.

საქართველო ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული რეფორმების რაოდენობით (47) რეგიონში ლიდერობს. საქართველოს მოსდევს ყაზახეთი და მაკედონია (თითო 41 რეფორმა). მსოფლიოში ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მხოლოოდ რუანდას ჩამორჩება, რომელმაც 52 რეფორმა გაატარა.

ბიზნესის წარმართვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნის კუთხით წელს ახალი ზელანდია ლიდერობს. პირველი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა სინგაპურმა, რომელიც რეიტინგის სათავეში ათი წლის განმავლობაში იდგა. ლიდერთა ათეულში ასევე შევიდა დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი.

სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან რეიტინგში მოწინავე პოზიციები დაიკავეს შემდეგმა ქვეყნებმა: ესტონეთი (მე-12 ადგილი), ლატვია (16), ლატვია (19), რუსეთი (35), ყაზახეთი (36), ბელარუსი (38), სომხეთი (47) და აზერბაიჯანი (57).

მოხსენება Doing Business-ი მე-15-ედ ქვეყნდება და 190 ქვეყანას მოიცავს. ის იკვლევს რეგულირების ნორმებს, რომლებიც ხელს უწყობს ან უშლის ბიზნესის განვითარებას საქმიანობის მთელი ციკლის განმვლობაში, საწარმოს შექმნის, ბიზნესის წარმართვის და ინვესტორების უფლებების დაცვის ჩათვლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0