სომალიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშისომალის დედაქალაქი მოგადიშო
სომალის დედაქალაქი მოგადიშო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომალის ხელისუფლებამ თავდამსხმელები დააკავა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სასტუმრო Naasa Hablood 2-თან შაბათს აფეთქება მოხდა, დაღუპულია 25 ადამიანი, იუწყება РИА Новости პორტალ Alsomal-ზე დაყრდნობით.

„უსაფრთხოების სამსახურები ადასტურებენ, რომ ხუთიდან სამი ტერორისტი, რომლებმაც სასტუმრო Nasa Hablod 2-ზე იერიში განახორციელეს, დაკავებულია. დანარჩენი ორი თვითმკვლელი იყო“, — დაწერა Twitter-ში სომალის ინფორმაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა. 

მოგადიშოში აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
ტერაქტმა სომალიში 276 ადამიანი იმსხვერპლა: ბოლო ცნობები

შაბათს თვითმკვლელმა ააფეთქა დანაღმული ავტომობილი სასტუმროსთან ახლოს, რომელიც მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლესთან მდებარეობს. მოგვიანებით მეორე აფეთქება გაისმა. აფეთქების შემდეგ სასტუმროში თავდამსხმელებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ურთიერთსროლა დაიწყო. პოლიციის მონაცემებით, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. არივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო.

სომალიში მოქმედებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ („ახალგაზრდა მოჯაჰედების მოძრაობა“), რომელსაც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ მჭიდრო კავშირები აქვს. ის სომალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ შიარაღებულ ბრძოლას ატარებს და გაეროს ჰუმანიტარულ საქმიანობას აფერხებს. 2008 წელს აშშ-მა აღნიშნული დაჯგუფება ტერორისტული ორგანოზაციების სიაში შეიყვანა.


ყველა ახალი ამბავი
0