ტერაქტმა სომალიში 276 ადამიანი იმსხვერპლა: ბოლო ცნობები

© REUTERS / Feisal Omarმოგადიშოში აფეთქების შემდეგ
მოგადიშოში აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სომალიელებს ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. სომალის დედაქალაქში ტერორისტების შეტევის მსხვერპლი 276 ადამიანი გახდა, დაშავდა 300-მდე ადამიანი, დაწერა Twitter-ში ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა.

სატვირთო ავტომობილი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოგადიშოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე შაბათს აფეთქდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 231 ადამიანი. დაღუპულთა შორისაა წითელი ნახევარმთვარის სომალის საზოგადოების ხუთი მოხალისე.

„მოგადიშოში "აშ-შაბაბის" ტერორისტების ბარბაროსული შეტევის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 276-მდე გაიზარდა, ხოლო 300-მდე ადამიანი დაჭრილია", — დაწერა ოსმანმა.

ტერაქტი სომალიში მკაცრად დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. მან სომალიელებს მოუწოდა, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ, ნათქვამია გაეროს ახალი ამბების ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუტერეშმა თანაუგრძნო დაღუპულთა ახლობლებს და დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. მან კვლავ დაუდასტურა სომალის მთავრობასა და მოსახლეობას, რომ გაერო მომავალშიც დაუჭერს მხარს მათ სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

სომალიში ტერაქტთან დაკავშირებული განცხადება გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ საღამოს მიიღო.

„(გაეროს) უშიშროების საბჭოს წევრებმა მოგადიშოში 14 ოქტომბერს მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული შეტევა სასტიკად დაგმეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

უშიშროების საბჭოში აღნიშნეს, რომ აუცილებელია პასუხისგებაში მისცენ ტერორიზმის აქტების შემსრულებლები, ორგანიზატორები და სპონსორები; ასევე აღინიშნა, რომ ტერორიზმი ყველა ფორმასა და გამოვლინებაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0