თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო'დონოვანი 30 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას დენის ო'დონოვანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს, ამის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
დაგეგმილია ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან.
დენის ო'დონოვანი შეხვედრას ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან, ზვიად ჭუმბურიძესთან.
ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს 3 ნოემბერს დაასრულებს.