თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში 13 წლის გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა, ის გადარჩა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
ტელეკომპანიის მონაცემებით, გოგონა გზაზე გადარბოდა და მას რუსულნომრიანი მიკროავტობუსი დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება“), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.