ქედაში სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოხვდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსკურსიიდან მომავალი მოსწავლეები მანქანიდან კარის გაღების შედეგად სავალ ნაწილზე გადმოცვივდნენ

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შაბათ საღამოს ქედაში, ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად ექვსი ბავშვი დაშავდა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ბათუმელი მოსწავლეები ექსკურსიაზე სხალთაში იმყოფებოდნენ და ბათუმში ბრუნდებოდნენ. ავტომობილში სულ 20 ბავშვი იმყოფებოდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მანქანის კარი გაიღო და ბავშვები გზაზე გადმოცვივდნენ. მოზარდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სამი მოსწავლე გაწერეს. სამი კვლავ სტაციონარში რჩება. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დაშავებულები აჭარის განათლების მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს. 

„სამი ბავშვი უკვე გაეწერა, მათ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამი კი სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს. ორი მოსწავლე უკვე გადმოყვანილია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში, მათ უტარდებათ გამოკვლევა. ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება, მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ ნაკაწრები, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან ქედაში არ არის ბავშვთა სტაციონარი, იქ დარჩენილ მოსწავლესაც მალე გადმოიყვანენ“ — განაცხადა პირველ არხთან საუბრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0