ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

112 - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

ინცინდენტი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0