ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
შიდა ქართლში მომხარდმა ავარიამ სამი წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი (Nissan-ის და BMW-ს მარკის) შეეჯახა. ერთი ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. გარდა ამისა, ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 7-ე ნაწილით)

ყველა ახალი ამბავი
0