თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას გორი-შინდისის გზაზე სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).
ტელეკომპანიის ცნობით, გორი-შინდისის მონაკვეთზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ერთ-ერთ მანქანაში მყოფი სამი წლის ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, რადგან ის ავარიის დროს მძღოლს კალთაში ეჯდა. სხვა მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.