ულვაშის უთო და 853 უნიკალური ექსპონატი საფრანგეთის მუზეუმში

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliკოლექციონერი ლეონ დელანოე
კოლექციონერი ლეონ დელანოე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნაური ადამიანები არიან კოლექციონერები: თავიდან ჯერ რაიმე ნივთის მიმართ ინტერესი უჩნდებათ. შემდეგ ეს ინტერესი აზარტში გადადის და ახალი ნივთის შეძენა უკვე პრესტიჟის ამბავი ხდება.

საფრანგეთში ყოფნის დროს, ბრეტანის მხარის სოფელ აბარეთში (Abbaretz) ვეწვიეთ უთოების უცნაურ მუზეუმს, რომელიც მუსიე ლეონ დელანოეს ეკუთვნის. აქ სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის უძველესი უთოების კოლექციაა, რომელთა დათვალიერების დროს წარმოდგენა შეგვექმნება იმაზე, თუ რა ევოლუცია განიცადა ყოფის ამ მეტად საჭირო ნივთმა ფარაონების სამარხში აღმოჩენის დღიდან დღემდე. მას ქრონოლოგიის მიხედვით და თემატურად აქვს დალაგებული სხვადასხვა მოდელის, ზომისა და დანიშნულების უთოები. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გენეალოგიაც კი აქვს შედგენილი.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliუთოების გენეოლოგია
უთოების გენეოლოგია - Sputnik საქართველო
უთოების გენეოლოგია

პირველად ძველი უთო მეუღლის ბებიამ აჩუქა, მეორე ასევე მეუღლის დეიდამ და უთოების შეგროვებაც ამის მერე დაიწყო. დღეს ეს საქმე მთელი მისი ცხოვრების აზრია და  კოლექციაში უკვე 853 სამუზეუმო ექსპონატი აქვს. ყველაზე პატარა უთო 5,8 სანტიმეტრია, ყველაზე დიდი — 9,45 კილოგრამს იწონის. მის კოლექციაშია: თუჯის, ქვიშის, გაზის, რკინის და სხვა მასალისგან დამზადებული უთოები. ყველაზე საშიში მათ შორის — ბენზინის უთოა, რომელიც უყურადღებობის  შემთხვევაში, შესაძლოა, აფეთქდეს კიდეც.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliბენზინის უთო
ბენზინის უთო - Sputnik საქართველო
ბენზინის უთო

მუზეუმში სხვადასხვა დანიშნულების უთოებიცაა: ტანსაცმლის, ჰალსტუხის, თავსაბურავის, სახელოების და სხვა კონკრეტული შემთხვევისთვის. მუსეი ლეონს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი უთოები აქვს აქ ნახავთ: ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ამერიკულ, ინგლისურ, რუსულ და საბჭოურ უთოებს…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliელექტრო უთოები
ელექტრო უთოები - Sputnik საქართველო
ელექტრო უთოები

მუზეუმში ვნახეთ მუსიე ლეონის უზარმაზარი თუჯის უთოების ნაკრები, რომელსაც ფრანგულ სალონებში იყენებდნენ მკერავები. მისი უთოების უნიკალური კოლექცია სხვადასხვა ქვეყანაში არა ერთხელ გამოიფინა. ამ საქმით მან მეუღლის დაინტერესებაც შეძლო, რის მერეც კოლექციაში მადამ ლეონეს ბავშვობის დროინდელი თოჯინა და სათამაშო უთო გაჩნდა.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliმუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი
მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი - Sputnik საქართველო
მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი

- მუსიე ლეონ, ვიცი რომ საქართველოშიც იყავით, იქიდან თუ ჩამოიტანეთ რაიმე ექსპონატი?

— დიახ, ვიყავი თქვენს საოცარ ქვეყანაში, იქ ბევრი ისტორიული ადგილი დავათვალიერე და მოვიხიბლე. რაც შეეხება ჩემს კოლექციას, მისთვის თბილისში, ძველმანების ბაზრობაზე ე.წ. „ბარახოლკაზე“ რუსეთის მეფის დროინდელი უთო შევიძინე. ქართველმა მეგობრებმა კი- საბჭოეთის დროს გამოშვებული  უთოები მაჩუქეს. თქვენთან ასევე შევიძინე ბავშვის ძველი ძალიან პატარა მაკრატელი, რომელსაც საზღვარზე არ მატანდნენ, სანამ არ ავუხსენი, რომ კოლექციონერი ვარ და ყოფის ძველ ნივთებს ვაგროვებ. საერთოდ როგორც ყველა კოლექციონერი, მეც ვცდილობ, რომ ჩემს კოლექციაში ყალბი ნივთი არ მოხვდეს.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliპარიზული სალონის უთოების ნაკრები
პარიზული სალონის უთოების ნაკრები - Sputnik საქართველო
პარიზული სალონის უთოების ნაკრები

- ყველაზე უჩვეულოდ რომელი უთო მიგაჩნიათ?

— ჩინური, რომელშიც ქვიშა იყრება და ისე ცხელდება. კიდევ ალბათ დღეს უცნაურად მოეჩვენებათ ულვაშის უთო, რომლითაც მამაკაცები ულვაშს იუთავებდნენ. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ყველაზე პაწაწინა უთო, რომელსაც ახალ წელს ნუშის ნამცხვარში ვათავსებდით და ვისაც შეხვდებოდა მას ჩუქნიდნენ. ჩვენს მუზეუმს უკვე მიენიჭა ოფიციალური სტატუსი და მომავალში მინდა, რომ ჩვენი კოლექცია უფრო ბევრმა ტურისტმა ნახოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0