თბილისში ახალი შუქნიშნები დამონტაჟება

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ამ დროისთვის 254 შუქნიშანი ფუნქციონირებს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. 2017 წლის ბოლომდე თბილისის ქუჩებში 18 ახალ შუქნიშანს დაამონტაჟებენ, 7-ს კი რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩისა და თბილისის ზღვის ასასვლელის კვეთაზე, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე.

გარდა ამისა, ახალი შუქნიშნები გაჩნდება ქეთევან წამებულის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის კვეთაზე, ასევე ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩის კვეთაზე.

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
თბილისში საგზაო შემთხვევებთან „ბრძოლას“ ახალი შუქნიშნები იწყებენ

წლის ბოლომდე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შუქნიშნებს, რომლებიც განლაგებულია ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთაზე, ჩიქობავას მოედანზე, წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთაზე, ასევე გულიას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს კვეთაზე, ჩიტაიასა და მამარდაშვილის ქუჩების კვეთაზე.

ამჟამად თბილისში 254 შუქნიშანი ფუნქციონირებს, მათგან 174 მართვის ცენტრთან არის მიერთებული, ხოლო 80 ხისტ რეჟიმზე მუშაობს.

საქართველოს ხელისუფლებამ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყო. გზებზე კონტროლის გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და საქართველო გზებზე სიკვდილიანობის მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა.

1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.

შშმ პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანა გამოცდების ჩასატარებლად - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები შეიძლება ქუჩაში ჩატარდეს

1 ნოემბრიდან საქართველოში ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება. მათი მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი სამართალდარღვევას ოპერატორის დახმარების გარეშე დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ. თავიდან "ჭკვიანი კამერები" საგზაო მოძრაობის წესების ხუთი სახეობის დარღვევას განსაზღვრავენ — შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობას, სიჩქარის გადაჭარბებას და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას.

გარდა ამისა, 1 ნოემბრიდან ძალაში შევა "ჭკვიანი კამერების" მიერ დაფიქსირებული ჯარიმების გადახდის ახალი წესები.

სიახლის თანახმად, მას შემდეგ, რაც კამერა დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის დამრღვევ ავტომობილს, ჯარიმის შესახებ ოქმი ავტომატურად შედგება და სმს- შეტყობინების სახით ავტომობილის მფლობელის ტელეფონის ნომერზე გაიგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0