სკოტი: საქართველო გაეროს ერთ-ერთი ძვირფასი წევრია

© FB / Giorgi Kvirikashviliნილს სკოტი
ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გაეროში გაწევრიანების 25 წლის იუბილე იზეიმეს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის გაეროში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე.

„ჩვენ სიამაყით გვსურს ვთქვათ, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა. უფრო მეტიც, დღეს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობას" თავმჯდომარეობს", — ნათქვამია გაეროს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილი საზოგადოებისადმი კვირიკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს მთავრობა - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის

მიღებაზე სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო თარიღი მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გაეროს ნაყოფიერი თანამშრომლობა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ნილს სკოტი
Премьер Грузии Георгий Квирикашвили и постоянный координатор ООН в Грузии Нилс Скотт - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი და ნილს სკოტი

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP). თავმჯდომარობა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღწვის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასთვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

„ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად", — განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან საქართველოს განვითარებისთვის. პრემიერმა რწმენა გამოთქვა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

„1992 წელს საქართველო გაეროს წევრი გახდა შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა", — განაცხადა სკოტმა.

გაეროს კოორდინატორმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

„საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად", — განაცხადა სკოტმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა

სკოტმა მადლობა გადაუხადა ქართველ ერს და საქართველოს მთავრობას ღირსეული თანამშრომლობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა გაეროს 72-ე სესიის ფარგლებში საფრანგეთისგან გადაიბარა.

2016 წელს საქართველო OGP-ს თანათავმჯდომარე გახდა, საქართველოს სასარგებლოდ ხმა 22 ქვეყნიდან 18-მა დააფიქსირა, რითიც ნათელი გახდა, რომ საფრანგეთის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარე საქართველო გახდებოდა. თანათავმჯდომარის პოსტზე საქართველოსთან ერთად ხორვატია და რუმინეთი იყვნენ წარდგენილი.

OGP საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა. ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. OGP-ს პირველი სხდომა ბრაზილიაში 2012 წლის აპრილში გაიმართა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1945 წელს შეიქმნა. დღეისათვის ორგანიზაციის წევრია 193 სახელმწიფო.

ყველა ახალი ამბავი
0