საქართველო კორუფციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა - ბრიფინგების დარბაზი
საქართველოს მთავრობა - ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლის ახალი პრიორიტეტები გახდება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა სპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები და მუნიციპალიტეტები.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ადრინდელ პრიორიტეტებთან ერთად, ახალ სფეროებსაც მოიცავს.

საქართველოსთვის, როგორც სხვა ევროპული სახელმწიფოებისათვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა მთავარ ორიენტირს წარმოადგენს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ კორუფციის დაბალი დონე და ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები გახდა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია „ღია მმართველობის პარტნიორობას" (OGP) თავმჯდომარე გახდა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 75 ქვეყანაა.

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია შემუშავებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელიც 38 სახელმწიფო უწყებას და 14 არასამთავრობო ორგანიზაციას ერთიანებს.

ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 16 პრიორიტეტს, 60-ზე მეტ ღონისძიებას და 200-მდე აქტივობას მოიცავს. ამ პრიორიტეტებიდან სამი − კორუფციის პრევენცია სპორტის სფეროში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში − სრულიად ახალია საქართველოში და მისი მიზანია ერთიან ანტიკორუფციულ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სექტორის ჩართვა.

კორუფციასთან ბრძილის გეგმა 12 ძირითად მიზანს მოიცავს. მათ შორის: საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვა; ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება; ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება; ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის; მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება.

კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა" (Transparency International), 176 ქვეყანას შორის საქართველომ წელს 44-ე ადგილი დაიკავა და ამით საკუთარი პოზიციები გაიუმჯობესა.

ყველა ახალი ამბავი
0