თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, "ეროვნული ფორუმის" ფრაქციის წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

წინასწარი ინფორმაციით, ნეფარიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ნეფარიძე საკრებულოდ დეპუტატი გახდა, როდესაც ისნის ერთმანდატიან ოლქში კოალიცია „ქართული ოცნებიდან" კენჭს იყრიდა. 2016 წლის აგვისტოში კოალიციის დაშლის შემდეგ ოპოზიციურ ფრაქცია „ეროვნულ ფორუმს" შეუერთდა.

ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე, ავთანდილ დავითაძე ნეფარიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ნეფარიძე პარტიიდან გარიცხულია.

„ჩვენი პარტიის წევრი იყო ადრე, მაგრამ მას ჰქონდა შეუთავსებლობა პარტიის წესდებასთან დაკავშირებით, თავის ორგანიზაციაში, ამიტომ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გარიცხულიყო პარტიიდან“, — განაცხადა ავთანდილ დავითაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ყველა ახალი ამბავი
0