საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ საფრანგეთისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა გადაიბარა

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარეობა გადაიბარა, რომელშიც 75 ქვეყანაა გაერთიანებული.

OGP — აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებსა და ხელისუფლების ზედა შტოებს შორის გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ის წევრი-ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.

„ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, რამდენადაც სწორედ ასე ფორმირდება ღია ურთიერთობები საზოგადოებასთან და თითოეულ მოქალაქეს შორის თანასწორობის განმტკიცება ხდება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ანგარიშვალდებულებაზე, რამდენადაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ ანგარიშის მიღება. ყველაფერი ციფრულ მოწყობილობებზე ჩაიწერება და ეს საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაცია იქნება. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიები დემოკრატიის განმტკიცებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან", — განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა

კვირიკაშვილის სიტყვებით, OGP-ის თავმჯდომარეობა — საქართველოსთვის დიდი პატივია.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ იმ მოღვაწეობის გაგრძელებას შევძლებთ, რომელიც საფრანგეთის მთავერობამ დაიწყო", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას მიუძღვნის ღია მმართველობის განმტკიცებას, რათა ხალხს შესაძლებლობა მიეცეს გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. საქართველო OGP-ს თავმჯდომარე ერთი წლის ვადით გახდა.

2016 წელს საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარე გახდა, საქართველოს სასარგებლოდ ხმა 22 ქვეყნიდან 18-მა დააფიქსირა, რითაც ნავარაუდევი იყო, რომ საფრანგეთის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, ორგანიზაციის თავმჯდომარე საქართველო გახდებოდა. თანათავმჯდომარის პოსტზე საქართველოსთან ერთად ხორვატია და რუმინეთი იყო წარდგენილი.

OGP საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა. ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. OGP-ის პირველი სხდომა ბრაზილიაში 2012 წლის აპრილში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0