ყველაზე მოდური მოვლენა - თბილისის მოდის კვირეული 27 ოქტომბერს გაიხსნება

გამოწერა
ქართველი დიზაინერები 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული მოვლენა — Tbilisi Fashion Week-ის მე-16 სეზონი 27-30 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა მასმედიასთან პრესკონფერენციაზე.

2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ყველა ჩვენებას სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა" უმასპინძლებს.

თბილისის მოდის კვირეული ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნება და ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიხურება, რომელიც ლეღვთახევში ჩატარდება.

Mercedes-Benz Fashion Week Russia - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე

„თბილისის მოდის კვირეული ოთხი დღის განმავლობაში იქნება მრავალმხრივი, თითოეული დღე მეორისგან გამორჩეული. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დასაწყისს — ორგანიზატორები და ქართველი დიზაინერები, რომლებიც ძალიან ემზადებიან, რადგანაც მათთვის თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა", — განაცხადა ჟურნალისტებთან ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაკო ჩხაიძემ.

ოთხი დღის განმავლობაში თბილისის მოდის კვირეული 20-ზე მეტ ღონისძიებას წარმოადგენს. მათ შორის, ისეთი ქართველი დიზაინერების ჩვენებებს, როგორიცაა ქეთი ჩხიკვაძე, ანა დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA.

თბილისის მოდის კვირეულზე უცხოელი დიზაინერების რამდენიმე კოლექციაც მოხვდა — MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.

ჩვენებების პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, გაიმართება ქართველი დიზაინერის მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, რომელიც ახლა ლეიკემიას ებრძვის. მოდის კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება after-party, ქართული ბრენდების Ателье Marta, Ethere accessoire და Flying Painter-ის აქსესუარების პრეზენტაციები.

წელს გაგრძელდება პროექტი Talks by Marketer.ge. მოდის მარკეტინგისადმი მიძღვნილი კონფერენცია 28 ოქტომბერს გაიმართება. სპიკერები იქნებიან VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ისა და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ბილეთები უნდა შეიძინონ www.biletebi.ge-ზე.

დევიდ კომას კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დევიდ კომამ მოდელებს ლონდონში ქართული ჩოხები ჩააცვა

წელს თბილისის მოდის კვირეულს, ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით, გააშუქებს 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის: Vogue italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Fucking Young, Style Sight Worldwide, Buro 24/7, The Blonde Salad, Styleograph, Omnistyle, Jungle Magazine, Grazia France, L"officiel Ukraine, Harper"s Bazaar Ukraine, NOWFASHION, Grazia Italia, Glamour Italy, Highsnobiety, Elle Italia.

რაც შეეხება მოდის კვირეულის კომერციულ ნაწილს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაიერები ჩამოვლენ, რის შედეგადაც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა მიეცემათ საერთაშორისო გაყიდვები განახორციელონ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიცაა ALDUCA D'AOSTA (ვენეცია),TOMORROW SHOWROOM (მილანი, პარიზი, ნიუ-იორკი), TESSABIT (მილანი) და L"ECLAIREUR (პარიზი).

თბილისის მოდის კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia-სა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0