დევიდ კომამ მოდელებს ლონდონში ქართული ჩოხები ჩააცვა

© photo: Sputnikდევიდ კომას კოლექციიდან
დევიდ კომას კოლექციიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული წარმომავლობის დიზაინერს დევიდ კომას ახალი კოლექციის შექმნისკენ ქართულმა ეთნიკურმა მოტივებმა უბიძგეს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქართული წარმომავლობის ბრიტანელი დიზაინერი დევიდ კომა (დავით კომახიძე) ლონდონის მოდის კვირეულზე 2017/2018 წლის შემოდგომა–ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელშიც ჩოხის ელემენტებია გამოყენებული.

„საწყისი წერტილი იყო მამაკაცის საბრძოლო სამოსი, რომელსაც ჩოხა ეწოდება, თანაც აქ ძალიან ლამაზი ცეკვა არის, რომელსაც „ქართული“ ჰქვია — მამაკაცსა და ქალს შორის დრამატული შეჯახება“, — განაცხადა კომამ ბრიტანულ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში.

კოლექციის ჩვენებისთვის დიზაინერმა შეარჩია მუსიკა ქართული მრავალხმიანობის ელემენტებით.

დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ის ქალის სილუეტებს ხატავდა და ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა, სადაც დიზაინერობის სწავლა უნდოდა. მაგრამ თავიდან კომა შტიგლიცის სახელობის სანქტ–პეტერბურგის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.

ამერიკელი მოდელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი - Sputnik საქართველო
ბელა ჰადიდი ქართულ დიზაინერულ სამოსს ატარებს

სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში შექმნა.

კომას ბავშვობის ოცნება ახდა — ის ლონდონში გაემგზავრა, სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.

2009 წელს კომამ საკუთარი მარკა შექმნა — David Koma.

დღეს დიზაინერი მსოფლიოში ცნობილ მარკეტ–გიგანტთან თანამშრომლობს David Koma for Top shop, 2014 წლიდან კი Thierry Mugler–ის კრეატიული დირექტორია.

ჯენიფერ ლოპესი, გვინეთ პელტროუ, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია, ადრიანა ლიმა, სელენა გომეზი, სინდი კროუფორფი, ჯენიფერ ლოურენსი, ბეიონსე — აი სელებრითების არასრული სია, რომლებიც ქართული წარმოშობის დიზაინერის შემოქმედების თაყვანისმცემლები გახდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0