ბელა ჰადიდი ქართულ დიზაინერულ სამოსს ატარებს

© FB / Ираклий Русадзе ამერიკელი მოდელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი
ამერიკელი მოდელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ქართული ბრენდის Situationist სამოსში ფეშენ-ჟურნალისტების ობიექტივში ორჯერ მოხვდა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მოდელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი, რომელიც უფრო ბელა ჰადიდის სახელითაა ცნობილი, ქართული ბრენდის Situationist სამოსში შეამჩნიეს.

ფეშენ-ჟურნალისტების ობიექტივში ბელა პარიზში მაღალი მოდის კვირეულზე ერთ-ერთ დღეს მოხვდა, წერს გამოცემა Vogue.

ქართული მარკის სამოსში ბელა ორჯერ გამოჩნდა. პირველად — გრძელ ტყავის პალტოში, რომელიც ბრენდმა Situationist 2016 წლის ნოემბერში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე წარმოადგინა. ამ სამოსში ჰადიდი მოდის ფრანგულ სახლს Givenchy ეწვია სამოსის მოსაზომად.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები - Sputnik საქართველო
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის ტენდენციები

ბელა ჰადიდის მეორე გამოსვლა ქართულ დიზაინერულ სამოსში კრეატიულ დიზაინერ რიკარდო ტიშისა და მოდელ კენდელ ჯენერთან ვახშამზე მოხდა. იქ ბელა ტყავის მინი ქვედაბოლოსა და კრემისფერ ჩექმა-ბოტფორტში გამოჩნდა. ეს კოსტიუმი თბილისელმა მოდის მოყვარულებმა ასევე იხილეს Mercedes-Benz Fashion Week-ზე 2016 წელს.

Vogue-ის აზრით, ის, რომ მაღალი დონის მოდელები ამჯობინებენ ჯერ ნაკლებად ცნობილი ბრენდების სამოსის ტარებას, „რომლებიც წარმოებულია პატარა, მაგრამ მოდის განვითარებადი სცენის მქონე ქვეყანაში, აღმოსავლეთ ევროპიდან მოდის მზარდი გავლენის ძლიერი ნიშანია“.

ბრენდი Situationist 2015 წელს ქართველმა დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ შექმნეს. გამოცემა Vogue-მა დამწყები ქართველი დიზაინერების შემოქმედება Vetements-ის ესთეტიკას შეადარა, რომლის დამფუძნებელია დიზაინერი დემნა გვასალია.

„ახალგაზრდა ბრენდებისა და ქართველი დიზაინერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბელა მათ ტანსაცმელს ატარებს. ბელას მეშვეობით Situationist ბევრად მეტ ყურადღებას იპყრობს“, — აღნიშნა რუსაძემ, რომლის სიტყვებიც Vogue-ს მოჰყავს.

„მაგრამ არც ერთი სიტყვა იმაზე, რომ, შესაძლოა, მალე ჰადიდი გამოვიდეს სპორტულ კოსტიუმში ქართული დროშის გამოსახულებით“, — იხუმრა რუსაძემ.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ჩვენებაზე დიზაინერების დუეტმა საქართველოში ტურისტული ბუმის თემა გაათამაშა და წარმოადგინა კოსტიუმი ქვეყნის სახელმწიფო დროშის გამოსახულებით.

ყველა ახალი ამბავი
0