2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოდის ტენდენციები

© FB/ Тинатин Магалашвили2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები
2016 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ი დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ესაუბრა, რომელმაც შემოდგომა-ზამთრის მოდის ძირითად ტენდენციებზე ისაუბრა და სასარგებლო რჩევები მოგვცა.

ლიზა შელია

ნათელი, მაგრამ ამავდროულად მოკრძალებული, ორიგინალური, არავულგარული — ასეთი უნდა იყოს ქალი 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. „ბებიას თავშალი", ფართო შარვალი და ქვედაბოლო, შარფები — ბრუნდება 70-იანი წლების მოდა, მაგრამ ახლებურად, თანამდეროვე შტრიხებით. მომავალ სეზონზე აქტუალური რჩება ღია მხრები.

„შემოდგომა-ზამთრის სეზონის მთავარი ტენდენციაა შავი ფერი. ეს დომინანტი ფერია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. ასევე აქტუალურია სხვადასხვა ფერის კომბინაცია. ბოლო დროს მუდმივად ვამბობ, რომ მოდა ძალზე დემოკრატიულია. მოდაშია პრაქტიკულად ყველა ტონი, მდოგვისფერიდან და ყავისფერიდან დაწყებული, წითელი ფერებით დამთავრებული“, — განაცხადა მაღალაშვილმა.

ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რჩება ყვავილების პრინტები. მათ, ძირითადად, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში იყენებენ, მაგრამ ელემენტები შემოდგომა-ზამთრის სეზონშიც გადადის.

© Тинатин Магалашвилиკაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან

„ეს, ალბათ, იმას უკავშირდება, რომ ზაფხულთან განშორება გვიჭირს. ხოლო ყვავილების პრინტები გვახსენებენ მზეს, ყვავილებს, სითბოს“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

მომავალი სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია გეომეტრიული ფიგურები — კუბები, ხაზები, კვადრატები, სამკუთხედები. აქტუალობას არ კარგავს ტყავი, რომელიც განსაკუთრებით კარგია ქსოვილთან შეხამებული.

„თანამედროვე გარდერობში 70-იანი წლების მოდა ცოცხლდება, ფართო და ძალიან გრძელი შარვლები და ქვედაბოლოები — ეს კვლავ მოდურია. აი, ადრე მოდური იყო ლიპები, ის დაბრუნდა, მაგრამ განსხვავებული, აწეული, უფორმო მხრების სახით“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

© Тинатин Магалашвилиკაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან

მზის ფერები, ყვითელი, ოქროსფერი შემოდგომის ღრუბლიან, ნაცრისფერ დღეებში განწყობის ამაღლებაში დაგვეხმარება. ჯინსს, ბეწვს, მბზინავ ნივთებს ასევე სრული უფლება აქვთ, თქვენ გარდერობში საპატიო ადგილი დაიკავოს.

„ამ სეზონზე ძალზე აქტუალურია ნებისმიერი ფერის ხავერდი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან კლასიკური სტილია, მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამენ“, — განაცხადა მაღალაშვილმა.

დიზაინერი გვირჩევს, რომ ხავერდი მხოლოდ განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში ჩავიცვათ. ხავერდს არაფერი აქვს საერთო საქმიან სტილთან და ის ყოველდღიურობასთან არ ასოცირდება.
„ასევე არ ვურჩევ ხავერდს თინეიჯერებს. ის უფრო ასაკოვან ქალებს უხდება“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

რაც შეეხება შარფს — ქალის გარდერობის ყველაზე კეკლუც აქსესუარს, წელს ის ლიდერის პოზიციას დაიკავებს. მაღალაშვილის თქმით, აუცილებელია შარფის სწორად შერჩევა სამოსზე, რათა ეფექტურად გამოვიყურებოდეთ და არა სასაცილოდ.

© Тинатин Магалашвилиკაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან

„თუ ქალს ყელზე მძივი უკეთია, აქ უკვე შარფი არაფერ შუაშია, თუ მასიური საყურე უკეთია, ასევე შარფი არაფერ შუაშია, ანუ შარფი მოდურია, მაგრამ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები იმისთვის, რომ შარფი ვატაროთ“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

მთლიანობაში, დიზაინერის თქმით, არ შეიძლება ყველაფრის ტარება, რაც მოდურია. მოდაში ბევრი რამაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთს როგორ შევუხამოთ. გეომეტრიულ ფიგურებთან ყვავილების პრინტების ტარება არ შეიძლება, ანუ კოსტიუმი და აქსესუარი ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს, ერთმანეთს ავსებდეს და არა — ზედმეტად ტვირთავდეს.

70-იანი წლების მოდის მთავარი გამოძახილი ამ სეზონზე ე.წ. „ბებიის თავშალი“ იქნება. ესაა ნოსტალგია ძველი მოდის მიმართ და ეს სტილი თანამედროვე გარდერობში ძალიან საინტერესოდ იქნება გამოყენებული.

© Тинатин Магалашвилиკაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან

ზაფხულის ჰიტი — მოშიშვლებული მხრები — შემოდგომა-ზამთრის კოლექციებშიც შეგვხვდება. კაბები დეკოლტეთი, გრძელი სახელოთი ან ამოღებული მხრებით კვლავ მიიზიდავს მამაკაცების ყურადღებას, რადგან, დიზაინერების აზრით, ეს სტილი განსაკუთრებით გამოკვეთს ქალის სილამაზეს.

„ჩემი მთავარი რჩევაა — იყავით ორიგინალური. არ არის აუცილებელი, შეარჩიოთ ძალიან ცნობილი და ძვირი ბრენდი, შეიძლება იყიდოთ ყველაზე უბრალო მოდელი და ორიგინალურად გამოიყურებოდეთ. ასევე გირჩევთ, არ დაივიწყოთ უბრალო შავი კაბა, რომელიც ნებისმიერ მომენტში, ვითარებაში მდგომარეობიდან გამოგიყვანთ“, — აღნიშნა მაღალაშვილმა.

თუ გიჭირთ ინდივიდუალური სტილის პოვნა. ამაში სიამოვნებით დაგეხმარებიან დიზაინერები. მაღალაშვილის თქმით, ბოლო დროს საქართველოში დიზაინერებს რჩევისთვის სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

© Тинатин Магалашвилиკაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
კაბები თინათინ მაღალაშვილის კოლექციიდან

„ჩვენ ძალიან შევამცირეთ ფასები. ადრე დიზაინერის მომსახურება ბევრად უფრო ძვირი იყო. რა თქმა უნდა, არის კოლექციები, რომლებსაც მაღალი მოდისთვის ვქმნით, მაგრამ არის სხვა, იაფი დიზაინერული ხაზები“, — აღნიშნა მან.

ზოგიერთმა ქართველმა ქალმა, საზეიმო წვეულებაზე უხერხული შემთხვევის შემდეგ, დიზაინერებთან კონსულტაციებს მოუხშირა, განსაკუთრებით, თუ საღამოს კაბაზეა საუბარი.

„ყოფილა, რომ ჩემთან მოსულან და მოუყოლიათ, რომ იყიდეს მაღაზიაში ძვირფასი კაბა, მისულან წვეულებაზე და ზუსტად ისეთივე კაბაში სხვა სტუმარიც გამოჩენილა. ასეთ ვითარებას რომ აარიდო თავი, ჯობს, ექსკლუზიური სამოსისთვის დიზაინერს მიმართო“, — განაცხადა მაღალაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0