დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა

© MFA of Georgiaბორის ჯონსონი და მიხეილ ჯანელიძე
ბორის ჯონსონი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო Brexit-ის გათვალისწინებით, დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების აწყობას ცდილობს

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჯონსონისა და ჯანელიძის შეხვედრა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში ჩატარდა.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ლონდონში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის „უორდროპის დიალოგი" გაიმართება

„ჩვენი მიზანია, რომ გავააქტიუროთ თანამშრომლობა და მე მაქვს დიდი სურვილი ვეწვიო საქართველოს უახლოეს მომავალში", — განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანას საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების სურვილი აქვს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპის კონტინეტისთვის და ჩვენ ამ საკითხებს შევეხებით შეხვედრის დროს. განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთში ბოლო წლებში გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე გიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში", — განაცხადა ჯონსონმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ასევე გამოთქვა დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის კუთხით.

ტურისტები საღამოს თბილისში - Sputnik საქართველო
ბრიტანეთის საელჩოს სკანდალური რეკომენდაციები საქართველოში ჩამოსვლის მსურველთათვის

„ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო-ურთიერთობებს", — აღნიშნა ჯანელიძემ.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ორშაბათს დაიწყო. ქართული მხრიდან მასში მონაწილეობენ მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0