ლონდონში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის „უორდროპის დიალოგი" გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში დიდი ბრიტანეთის მაღალი რანგის მოხელეებთან რიგ შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლონდონში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მორიგ პლენარულ სხდომაში, აღნიშნულია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანთან ბორის ჯონსონთან, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, სერ ალან დანკანთან, ლორდ-მერთან, ვაჭრობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან მარკ პრიტჩარდთან, საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გრეგ ჰენდსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრებთან.

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის დროშები - Sputnik საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სავაჭრო წარმომადგენელი პირველად დანიშნა

შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი. გარდა ამისა, გაიმართება მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებთან. მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში (ბრიტანეთის ანალიტიკური ცენტრი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში).

მიხეილ ჯანელიძე ეწვევა ლონდონის საგარეო და თანამეგობრობის ოფისს, სადაც დიპლომატიური აკადემიის დირექტორი ჯონ ბენიამინი აკადემიის კონცეფციის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 22-24 ოქტომბერს მიმდინარეობს.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

ყველა ახალი ამბავი
0