ბურჯანაძემ ივანიშვილი ხმების მოპარვაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ მოპოვებული ხმების არასწორად დათვლის შესახებ განაცხადა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო ხმების მოპარვაში დაადანაშაულა.

ნინო ბურჯანაძის ბლოკმა  თვითმმართველობის არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით  4%-იანი ბარიერის გადალახვა  ვერ შეძლო. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა

„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ხმები მოგვპარა. მე ზუსტად ვიცოდი, რა დავალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი, რომ მე გავქრე პოლიტიკური არენიდან ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად. ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა,“ — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

პოლიტიკოსის თქმით, მას აქვს მტკიცებულება, რომ მის პარტიას ხმები მოპარეს, რათა მას არ აეღო თუნდაც 3% მაშინ, როდესაც „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ სინამდვილეში 10%-დან 12%-მდე აიღო.

„მე მაქვს  ისნის №25-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის ოქმები. ოქმის პირველი ვარიანტით ჩვენს პარტიას ექვსი ხმა აქვს, ჩვენს კანდიდატს კახა კუკავას — 42 ხმა, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ კობახიძეს 66 ხმა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა კანდიდატმა და ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააპროტესტეს და მოითხოვეს ხმების ხელახლა გადათვლა, რადგანაც მათ ზუსტად იცოდნენ, რომ შეუძლებელი იყო, რომ პარტიას მხოლოდ ექვსი ხმა მიეღო, კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ შესწორებულ ოქმში, ექვსი ხმის ნაცვლად, გადაუთვლელად 56 ხმა დაგვიწერეს. ჩვენ ხმები გვაჩუქეს. თუ მთელი საქართველოს მასშტაბით გადავითვლით, მაშინ ჩვენ გამოგვივა 10-14%, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის ექს-სპიკერმა წარმოადგინა ოქმები კასპის №48-ე საარჩევნო უბნის  მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც პარტიამ პირველადი ოქმის მიხედვით ნოლი ხმა აიღო. 

ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საკრებულოს არჩევნები მოიგო

„იქ ჩვენმა კანდიდატმა მოიგო, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ. მის მიერ მიღებული ხმები ძალადაკარგულად გამოცხადდა და მან არჩევნები წააგო. მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელმაც განაცხადა, რომ მან 159 ხმა მიიღო, მისმა პარტიამ კი ნოლი. ის ამბობს: სხვა ხმებზე არაფერს ვამბობ, ჩემი ხმა სად არის, რომელიც პარტიას მე მივეცი? პარტიას გადაუთვლელად 42 ხმა მოგვცეს“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მას ბევრი მსგავსი ოქმი აქვს და ის მოგვიანებით არამარტო მასმედიას, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს წარუდგენს.

ბურჯანაძის ბრალდებებს ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ უპასუხა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საფუძველი არ არსებობს ვთქვათ, რომ ხმები მოპარულია. მაგრამ არის საჩივრები და მოთხოვნები, რომლებიც პარტიებმა საოლქო კომისიებში შეიტანეს. კომისიები განიხილავენ მათ გარკვეულ ვადაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, — განაცხადა მიქელაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0