„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საკრებულოს არჩევნები მოიგო

© FB / CEC of Georgiaცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ნოემბრისა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქალაქებისა და რაიონების 64 ოლქში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართვალმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 25 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით), კიდევ 25 — მაჟორიტარული სისტემით (ერთმანდატიან ოლქებში ცალკეული კანდიდატები).

ხმების დათვლა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
ცესკო: საქართველოს ხუთ რაიონში მეორე ტური ჩატარდება

ამ დროისათვის ცესკოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს ყველა საარჩევნო უბანზე (3 644) ხმების დათვლა დამთავრდა. არსებული კანონით, ყველა საკრებულოში გადიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხმების 4%-ზე მეტი დააგროვეს.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" – 55,73% (837 000-ზე მეტი ხმა).

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმების 17,07% მიიღო, ბლოკმა „ბაქრაძე, უგულავა — ევროპული საქართველო" – 10,4%, ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 6,56%.

არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. მეორე ტურის ჩატარების საბოლოო ვადა — 15 ნოემბერი.

ყველა ახალი ამბავი
0