ცესკო: საქართველოს ხუთ რაიონში მეორე ტური ჩატარდება

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლა საარჩევნო უბანზე
ხმების დათვლა საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკომ არ გამორიცხა მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საქართველოს ხუთ რაიონში და ერთ ქალაქში

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ცესკომ დაასრულა ხმების დათვლა 64-ვე ოლქში და წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

„პირველადი მონაცემებით მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს მაჟორიტარული ოლქებია: #29 ყაზბეგის, #35 ხაშურის, #36 ბორჯომის, #60 ოზურგეთის, #59 ქუთაისის და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქები", — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე.

შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში, სადაც მერობის კანდიდატებმა 50%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში არჩევნები მოიგო

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, დანარჩენ ოლქებში, მათ შორის თბილისში, მერის არჩევნები „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოიგეს.

ბოლო მომენტამდე უცნობი იყო თიანეთის მერის არჩევნების შედეგები — ყველაფერი 5-მა ბიულეტენმა გადაწყვიტა, რომელიც აქამდე ბათილად იყო ცნობილი. ბიულეტენების აღდგენის შემდეგ პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა წააგო არჩევნები მმართველი პარტიის წარმომადგენელთან, ლელა ქიტესაშვილთან, რომელმაც ამ ბიულეტენების წყალობით ხმების 50,03% მიიღო.

რაც შეეხება ოლქებს, რომლებშიც მეორე ტურები ჩატარდება, სამ მათგანში — მარტვილში, ქუთაისსა და ყაზბეგში მერის პოსტზე ერთმანეთს „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო ოზურგეთსა და ხაშურში მმართველი პარტიის წარმომადგენლები მერის სავარძელზე დამოუკიდებელ კანდიდატებს შეებრძოლებიან.

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში "ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის" წარმომადგენლები, უახლოეს დროს გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0