სახალხო დამცველი: „თვითმმართველობის არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა“

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩა ნანუაშვილი არ იზიარებს ცესკოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. კოორდინატორების მიერ შეგროვებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემს არ წარმოადგენს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ცხელი ხაზისა თუ მედიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია. დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არდარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები. გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

განცხადებაში წერია, რომ ხმის მიცემის პროცესს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი გაუწიეს ასევე, ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებეშბი და ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

სახალხო დამცველი შეეხო საარჩევნო უბნების გარეთ საარჩევნო სუბიექტების ე.წ. კოორდიანტორთა მასობრივ მობილიზებას, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებდნენ.

სახალხო დამცველის არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ ფოთში 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა

განცხადების თანახმად, ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას. მისასალმებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინსტიტუტის ფარგლებში შემოწმდეს მსგავსი ქმედებების კანონიერება.

„საყურადღებოა ასევე გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს მათთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას", — ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0