თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ფოთიდან.
აქციაზე "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსისა" და "დემოკრატიული საქართველოს " წარმომადგენლებმა 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.
ოპოზიციური პარტიების კანდიდატების განცხადებით, 31-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების დიდი რაოდენობით ჩაყრა სცადა, რასაც უბანზე დაპირისპირება მოჰყვა.
ამასთან ერთად, აქციის მონაწილეები ფოთის რამდენიმე უბანზე ხმების დათვლის პროცესში ელექტროენერგიის ჩაქრობის ფაქტებზეც საუბრობდნენ.
ჯემალ ღამბაშიძე